8. დაბადების დღის წვეულება

655 34 8
                                    

მილა

მე არავინ ვარ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მე არავინ ვარ.. საერთოდ არავინ..

მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ტყუილია..

მე არაფერი გამაჩნია, მათ შორის არც იდენტობა..

ჩემი ცხოვრება თვალის დახამხამებაში თავდაყირა დადგა.. ისიც კი არ ვიცი ჩემი ნამდვილი მშობლები ვინ არიან..

დამიანომ მითხრა, რომ მისი პარტნიორი ჩემს საქმეს იკვლევს, თუმცა სამწუხაროდ გასულ კვირაში მარკუსმა შეგვატყობინა, რომ ვერაფერს ახალს ვერ მიაკვლია.

ვიცით მხოლოდ ის, რომ გამიტაცეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი. ჩემს მშობლებს ჩემი გატაცების შესახებ პოლიციისთვის არ შეუტყობინებიათ, ალბათ იმიტომ, რომ გარდაიცვალნენ. სხვა ბიოლოგიური ნათესავი არც ლეგალურ და არც არალეგალურ პროგრამებში არ იძებნება, ამის შესახებ მარკუსმაც გვითხრა და ქრისმაც.

მას შემდეგ, რაც ეს ყოველივე შევიტყვე ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ.. ბიჭები ცდილობენ კარგად მომექცნენ, ცდილობენ გამამხიარულონ, მეუბნებიან, რომ ახლა შემიძლია ვინც მინდა ის ვიყო. თუმცა, როგორ უნდა გავიგო თუ ვინ მინდა ვიყო, როცა წარმოდგენაც კი არ მაქვს იმის შესახებ თუ საერთოდ ვინ ვარ ან საიდან მოვდივარ?

დამიანო ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩემთან უფრო მეტ დროს ატარებს.  ეს მომწონს. ის ჩემთან ერთად ყოველ საღამოს ფილმებს უყურებს, ზოგჯერ საჭმლის მომზადებაშიც გვეხმარება მე და ტომს, ზოგჯერ კი მთავაზობს მასთან ერთად ბაღში სეირნობასა და ტერასაზე ვარსკვლავების ყურებას, ეს პროცესი ძალიან მომწონს, რადგან მე და დამიანო ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე.

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Where stories live. Discover now