17. ადვოკატი ნაწ.1

586 32 0
                                    

ალექსანდრა

რამდენიმე დღე გავიდა ჩემი წყეული გატაცებიდან

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

რამდენიმე დღე გავიდა ჩემი წყეული გატაცებიდან. საბედნიეროდ, ამ რამდენიმე დღეში მოვახერხე და მოვმჯობინდი, ახლა თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, მთელი სხეული მომიშუშდა, აღარც სილურჯეები მაქვს და აღარც თავი მტკივა, ახლა მხოლოდ ტერფი მაწუხებს და სამწუხაროდ დამოუკიდებლად გადაადგილება ჯერ კიდევ არ შემიძლია.

დამიანო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ისე მექცევა თითქოს მარმარილოს თოჯინა ვიყო. ის ძალიან თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე გახდა, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში გვერდიდან არ მშორდებოდა და ერთი ოთახიდან მეორე ოთახში ხელში აყვანილს დამატარებდა. ბანაობაშიც მეხმარებოდა და არ ერიდებოდა ჩემი სხეულის არცერთ ნაწილთან შეხებას. ჩემი სიმპათიური მონსტრით გაოგნებული ვარ.

დანიელას სახლში ყოფნაც ძალიან დამეხმარა. ის აქ გადმოსვლის დღიდან მუდამ საათობრივად მამოწმებდა და ჩემზე ზრუნავდა. დანიელასა და ქრისის ერთად დანახვაც ჩემი განკურნების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა, მათი ერთმანეთისადმი ურთიერთდამოკიდებულება იმდენად სასიამოვნო საყურებელი და საყვარლობა იყო, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. მას შემდეგ რაც დანიელა ჩვენთან გადმოვიდა ქრისი უფრო მხიარული გახდა, მეტად იღიმის, ბევრს ხუმრობს და უფრო საყვარელია ვიდრე აქამდე. მათი ურთიერთობა გულს მითბობს. ისინი ერთმანეთს ხშირად კოცნიან, ხელჩაკიდებულებიც ბევრჯერ დამინახავს, ერთსა და იმავე საწოლშიც ხშირად სძინავთ, თუმცა არასდროს გაუოფიციალურებიათ ურთიერთობა და არც ის აღუნიშნავთ რომ შეყვარებულები არიან.

დაკარგული პრინცესა (დასრულებული)Where stories live. Discover now