თავი 1- " დასაწყისში "

139 11 16
                                    

დასაწყისში ღმერთმან შექმნა ოთხი სამეფო და დააყენა მცველი თითოეული მათგანისათვის.

ნათელი ოკეანის სამეფო, ბნელი ოკეანის სამეფო, კურანკანი და ესთრია. სამეფოები რომელიც მიწისქვეშეთს განაგებდა და რომლებსაც შესაფერისი მმართველი მართავდა.

თითოეულ სამეფოს საკუთარი დრაკონი ყავდა, რომელსაც საკუთარი მეფე მართავდა.

გალარონი, ალარონი, თალარონი და მილარონი უძლიერესი დრაკონები რომელნიც ერთად ღვთიურ სასწაულებს სჩადიოდნენ და დრაკონები რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ.

ყველაფერი კარგად მიდიოდა მიწისქვეშეთის შექმნიდან ზუსტად ხუთი ათასწლეულის მანძილზე, მაგრამ ყველაფერი უცებ აირია, როდესაც ნათელი ოკეანის სანაქებო მეფე ისაკანმა ის შეცდომა დაუშვა, რომელიც არ უნდა დაეშვა.

წინასწარმეტყველების ბრძანება დაარღვია და ნათელი ოკეანის, ოკეანის ნაპირად ჩარჭობილი სკეტრონის ხმალი ამოიღო, შემდეგ კი მას დაეუფლა. მისმა ამ საქციელმა მიწისქვეშეთი საბოლოოდ არია.
ისაკანი გახდა ის არსება, რომლის სიცოცხლეც აკრძალული გახლდათ.
მიწისქვეშეთის გასაღები..
სკეპტრონის ხმლის მფლობელი და ოთხივე დრაკონის მმართველი.

ალბათ იფიქრებთ თუ რატომ უნდა იყოს ეს ყველაფერი აკრძალული?
ეს ხომ გასაოცარია? იყო გასაღები მიწისქვეშეთისა და იბრძოდე მის დასაცავად, მაგრამ არა..

იყო მიწისქვეშეთის გასაღები არ აღმოჩნდა ისეთი მარტივი და გასაოცარი როგორიც ისაკანს ეგონა.
მიწისქვეშეთის გასაღების სიკვდილი მუდამ ენდომება არსებას რომლის ვინაობაც არავინ ვიცით..

მოდით ცოტახანს იმ საღამოს ვეწვიოთ როდესაც საშინელი გადატრიალება დაატყდა თავს მიწისქვეშეთს.

- ძმაო ზაქარია! - დაიყვირა შორიდანვე ისაკანმა და მთავარ წინასწარმეტყველს მივარდა.
ძმა ზაქარია უკვე ხვდებოდა თუ რა იყო მოსალოდნელი და იცოდა თუ რატომ მივიდა ისაკანი მასთან.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now