თავი 32- " ველური მომთაბარეები "

30 7 0
                                    

“To belong nowhere is a blessing and a curse, like any kind of freedom.” – Leah Stewart

༒︎༒︎༒︎
ეირლისი ნაზად მიყრდნობოდა კოშკის კედელს და რეიანას ელოდებოდა. მას შემდეგ რაც სერაფინასგან შეტყობინება მიიღო, რომ შეხვედრას აწყობდა და ეს შეხვედრა ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ხეიდენს მოშორდა თუ არა რეიანას ოთახის წინ აიტუზა და გოგონას გამოსვლას დაელოდა.

კარები მალევე იღება და კარების მეორე მხარეს წითური გოგონას სილუეტი ჩნდება.

- თავს როგორ გრძნობ მეგობარო? - ნაზად გაუღიმა ოთახიდან ახალ გამოსულ რეიანას და მარჯვნივ ოდნავ გადაიხარა.

- უკეთ, გმადლობ, - რეიანას როგორც ყოველთვის ჩვეული ტანსაცმელი არ ეცვა, ჯინსი ეცვა რომლის ტოტებიც მუხლს ზემოთ აეკაპიწებინა. უყურებდა, როგორ ნელ-ნელა ქრებოდა მის ფეხებზე ჩალურჯებები რომელიც ეირლისისგან ბოლო ვარჯიშის დროს მიიღო.

მართალია რეიანას მაგია დღითი დღე უფრო ძლიერდებოდა, მაგრამ არც ეირლისის შესაძლებლობები ჩამოუვარდებოდა სისხლის მაგიას..

ამიტომ ყოველთვის როდესაც ეს ორი ერთმანეთს უპირისპირდებოდა რომელიმე მათგანი ორთაბრძოლიდან საშინლად ჩალურჯებული გამოდიოდა.

- სერაფინასგან ცეცხლოვანი შეტყობინება მივიღე, - ალმოკიდებული ქაღალდი ძლიერად დააქნია, ალის გასაფილტრად ხელი ჰაერში გაიქნია შემდეგ კი რეიანას წერილი გაუწოდა, - მასთან გვიხმობს.

რეიანამ შეტყობინება გახსნა და სერაფინას ხელწერით გამოგზავნილი შეტყობინება შეათვალიერა.

- როგორც წესი, პირდაპირ გვაკითხავს ხოლმე როგორც ჩანს რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. 

ეირლისმა რეიანას მკლავში სწვდა, ხმა აღარ ამოუღიათ, უბრალოდ შეტრიალდნენ და წავიდნენ, საფეხურებს ჩაუყვნენ.

ბოლო საფეხურზე შედგნენ როდესაც კიბეებზე ამომავალი ელეაზარი შეეჩეხათ.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now