თავი 21- " ნარჩენების ძალა "

55 7 38
                                    

🔞🔞 ცეცხლი თავია თქვენ თეორიებს ველიი ( მიხვდებით რაზეც )

༒︎༒︎༒︎
იკარიუზი მაგიდის კიდესთან იდგა, სასმლით ხელში და დარბაზში მოცეკვავე რეიანას გაჰყურებდა. გოგონა მუსიკის ფონზე ცეკვავდა, ხელებს, ფეხებსა და თეძოებს მოქნილად ამოძრავებდა, ზოგჯერ კი იკარიუზსაც გამოხედავდა და თვალს ჩაუკრავდა ხოლმე.

- ლამაზი ცერემონიალია. - იკარიუზი შებრუნდა და ელეაზარი დაინახა, ბიჭს ხელში შამპანიურის ბოკალი ეჭირა და სტუმრებს თვალს ადევნებდა.

- ხო, როგორც ჩანს მამაშენი ცერემონიალების მოწყობაში საკმაოდ კარგია. - თეთრი თმები სახიდან გადაიწია ბიჭმა და ელეაზარისკენ მთელი ტანით შეტრიალდა.

- შემთხვევით ეირლისი ხომ არ გინახავს? - შამპანიური გახსნა ელეაზარმა და ჭიქებში ჩამოასხა, - ბოლოს როდესაც ვნახე აივანზე გადიოდა ამის შემდეგ საათები გავიდა და არსად ჩანს. - ელეაზარის ნათქვამზე იკარიუზს თავში ამოუტივტივდა თუ როგორ გავიდა ხეიდენი მოსაწევად რამოდენიმე საათის წინ.

- არა, სხვათაშორის ვერც ხეიდენს ვპოულობ და ვერც თიდერიუსს, - მაგრამ მალევე თიდერიუსს მოჰკრა თვალი, ვარდისფერთმიან გოგოსთან ცეკვავდა, - და აი ისიც, - თიდერიუსისკენ ხელი გაიშვირა იკარიუზმა და ელეაზარმაც მალევე იქით გაიხედა სადაც თიდერიუსი ცეკვავდა. - ეგ გოგო საიდანღაც მეცნობა, - ნიკაპზე ხელი მოისვა იკარიუზმა და ფიქრს მიეცა, მალევე კი გაიხსენა ის ხომ იგივე გოგონა იყო რომელიც ტრიბერიუსის წვეულებაზე თიდერიუსმა შეაბა.

- არგენას ვანჰელსიერნი, - თქვა ელეაზარმა, - იგი ფერიების დინასტიის წარმომადგენელია.

- ალბათ სწორედ მაგიტომ მეცნობა. - ელეაზარმა თავი დაუქნია შემდეგ კი მოცეკვავე თიდერიუსს გახედა რომელიც ხელებს გოგონას წელზე ასრიალებდა. გულში რაღაც ჩაწყდა, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია და იკარიუზისკენ შებრუნდა.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now