თავი 18- " სინათლის მაძიებელი ვამპირი "

73 7 26
                                    

ჰაერს აწ უკვე მოახლოვებული ზაფხულის სითბო შერეოდა.
ესთრიას სამეფოში ნათელი და ცხელი მზე ცაზე თავმომწონედ დაგორავდა, მოსახლეობას ზემოდან დაჰყურებდა და შრომისაგან ზედმეტად გადაღლილ მოქალაქეებს ოფლს ადენდა. 
ამწვანებულ სამეფოს სასახლის ფანჯრიდან სერაფინა აკვირდებოდა, ქალის გვერდით ენიდი და ენიდის ძიძაც იმყოფებოდა, ძიძას გოგონა კალთაში ჩაესვა და თმებს ვარცხნიდა. ენიდიც ჩუმად ეჯდა და ელოდებოდა თუ როდის დაასრულებდა მალია მისი თმების გაკეთებას, თან ხელთ ის ყელსაბამი ეკავა რომელიც ცეკვის გაკვეთილებისას ერთ - ერთმა ბიჭმა აჩუქა. სერაფინა კი რბილ ტახტზე იჯდა, ხელთ ნემსი და ძაფი ეკავა, მომავალი შვილისთვის პაწაწინა ბაჩუჩებს ქსოვდა. წესით ბედნიერი უნდა ყოფილიყო მალე დედის სტატუსს უკვე მესამედ მოიპოვებდა, მაგრამ ბედნიერება ამ ბოლო დროს მისთვის უცნობი გახდა.

- პრინცესა ეგ ყელსაბამი საიდან გაქვთ? - მალიამ ენიდის თმებს ბანტი მიამაგრა, გოგონას მხრებში თავი ჩარგო და გოგონას სასიამოვნო სურნელი ხარბად შეისუნთქა. 

- ცეკვის გაკვეთილებზე მაჩუქა ერთმა ბიჭმა, მოიცა გავიხსენო რა ერქვა.. - ფიქრს მიეცა ენიდი, - ჰო, კრატოსი ქვია ძალიან მოსაწყენი ვინმეა. - მალიამ ჩაიცინა და პრინცესას პატარა ცხვირზე ხელი დაჰკრა.

- ბიჭები ჯერ ძალიან ადრე ხომ არაა შენთვის პატარა ონავარო? - ენიდმა ცხვირი აიბზუა.

- ადრე არაა, იცი კრატოსს უარი რატომ განვუცხადე? - დოინჯი შემოირტყა ენიდმა და მასზე გაცილებით მაღალი მალიას ფორთოხლისფერ თვალებს თავისი მწვანე თვალები მიანათა, მალიამაც ჩაიცინა და ისე ჩაჯდა, რომ ენიდის სიმაღლეს გასწორებოდა.

- საინტერესოა, რატო განუცხადე კრატოსს უარი? 

- მე უკვე სამი შეყვარებული მყავს მეოთხე არ მინდა. - ენიდმა ეს თქვა თუ არა სერაფინასა და მალიას ერთდროულად ხმამაღალი სიცილი აუტყდათ, - სასაცილო რა ვთქვი? - წარბის აწევით ახედა ენიდმა ჯერ მალიას შემდეგ კი დედას,
- სერიოზულად რა გაცინებთ? - სერაფინა ტახტიდან ადგა, ენიდს მიუახლოვდა და გოგონა გულში ძლიერად ჩაიკრა. რას არ გასცემდა ოღონდ ის დრო დაებრუნებია როდესაც ელეაზარი იყო ამ ასაკის.. ზუსტად ახსოვს თუ როგორ გადადგა ელეაზარმა პირველი ნაბიჯები, როდესაც პირველად წარმოსთქვა სიტყვა დედა, როდესაც პირველად აიღო ხელში მახვილი, როდესაც პირველად გასცდა ესთრიას საზღვრებს, ვერც კი გაიაზრა ქალმა თუ როგორ ჩამოუვარდა ლოყაზე ცრემლი და როგორ დაეცა წვეთი ენიდის საცეკვაო ფორმას.

მიწისქვეშეთის გასაღებიHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin