თავი 4- " არასწორი სვლა "

79 9 36
                                    

- ეირლის! - შემაღლებული ადგილიდან გამოიქცა რეიანა და ხეიდენის ხელებში მოქცეულ ეირლისს თეთრ თმებზე ხელი დაუსვა.
ირგვლივ არავინ ფიქრობდა გოგონას დახმარებაზე, ყველა შოკირებული და შეშინებული იდგა, ჯერ კიდევ ვერ იგებდნენ და ვერ იაზრებდნენ რა ჯანდაბა მოხდა, თვალებს
აქეთ - იქით აცეცებდნენ და ეირლისის მაგივრად მის გვერდით დაგდებულ სკეპტრონის ხმალს აკვირდებოდნენ.
სკეპტრონის ხმალი ისეთივე ლამაზი და ბრწყინვალე იყო როგორიც ეირლისის თვალები, მახვილიც ისეთივე ლამაზი იყო როგორიც მისი მფლობელი.. - ეირლის! რა დაემართა?! ეს მახვილის ამოღების უკუჩვენებებია? - გოგონამ ხეიდენს შიშით სავსე თვალები მიაპყრო და აშინებდა ის ფაქტი, რომ შესაძლოა დღეს ისეთი პიროვნება დაეკარგა რომელიც მისთვის დის როლს ასრულებდა.
ეირლისი ხომ მისთვის პატარა დაიკოსავით იყო..

- მგონი ეს ყველაფერი ნორმალურია ნუ ნერვიულობ. - რეიანას დამშვიდება სცადა ხეიდენმა და ეირლისის ბუმბულივით მსუბუქი სხეული ხელში კომფორტულად მოითავსა.

- მას, რომ რაიმე დაემართოს? არის შანსი იმისა, რომ ამ ხმლის ამოღების საფუძველზე მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას? - ხეიდენმა უარის ნიშნად თავი გააქნია და რეიანას ასეთ რეაქციებზე ჩაეღიმა. შემდეგ კი შეამჩნია, რომ მის გვერდით მხოლოდ რეიანა არ იმყოფება, არამედ ელეაზარიც, რაიანაც, ისარიუსიც, იკარიუზიც და თიდერიუსიც. - ჰეი! გაიწიეთ, მის ფილტვებს ჟანგბადი მიეცით. - ხეიდენმა ხელი გააქნია და ისარიუსის მკერდს მიარტყა, ისარიუსიც უკან დაიხია და მხოლოდ ახლაღა მიაქცია ყურადღება კენჭებზე უყურადღებოდ დაგდებულ ხმალს რომელიც ლამაზად დს თვალისმომჭრელად ბზინავდა. თითქოსდა ისარიუსს აჯადოებდა და მისკენ იხმობდა, მართლაც ბიჭი მახვილისკენ გაემართა და მახვილის გვერდით ჩაიცუცქა.

- დიდებული სკეპტრონის ხმალი..
ხმალი რომელსაც მეფე ისაკანი მართავდა და ხმალი რომელიც ანადგურებდა ყველას და ყველაფერს რაც მას წინ გადაეღობებოდა..
ამ ხმალს რას მოუხერხებ მამა?! -
ტიდერიუსს შესძახა ისარიუსმა, მახვილს ხელი დაავლო და ტიდერიუსისკენ გაემართა, მაგრამ გზად ხეიდენი გადაეღობა და მახვილი უხეშად გამოგლიჯა ხელიდან.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now