თავი 10- " კეთილი განსაზღვრებით "

67 6 36
                                    

🔞🔞
________

ზოგჯერ როდესაც გვგონია, რომ სასიკვდილოდ განწირულები ვართ, სწორედ მაშინ გამოჩნდება რაიმე ხელჩასაჭიდი, რომელსაც ძლიერ მოვეჭიდებით და სწორედ მისი დახმარებით სიკვდილისაგან თავის დაღწევას შევძლებთ, დაახლოებით ეგეთი სიტუაციაში აღმოჩნდა ეირლისი, რომ არა ხეიდენი ის ხომ მართლაც სიკვდილისთვის იქნებოდა განწირული..
მინდორზე გაშხლართულიყო ეირლისი, კვლავ ისე იწვა როგორც მაშინ როდესაც თავს დაესხნენ, საერთოდ არ ფიქრობდა ამდგარიყო და ბიჭისთვის თვალი გაესწორებინა, ხელები თვალებზე აეფარებინა და მინდორზე ისე წამოწოლილიყო თითქოს და ბალახი საწოლი ყოფილიყო.

- ღამით ბოდიალს უნდა შეეშვა. - გოგონას წინ ჩაცუცქდა ხეიდენი და ეირლისსაც სხვა გზა აღარ დარჩა, თვალები გაახილა და მაშინვე ხეიდენის ყვითელ თვალებს გადააწყდა, ბიჭი იღიმოდა და მშვენივრად ჩანდა მცირე ზომის ჩაღრმავებები მის ლოყებზე.

- მეგონა ბნელი ოკეანის სამეფოში დაბრუნდი. - მუხის ხეს ზურგით მიეყრდნო ეირლისი და ნაღრძობი ფეხი შეათვალიერა.

- დავბრუნი, მოვაგვარე საქმე და უკან ნათელი ოკეანის სამეფოში გამოვბრუნდი. - გოგონას კოჭს ხელები გადაუსვა ხეიდენმა.

- ნაბიჭვრები. - იქვე მყოფების ცხედრებს გახედა ეირლისმა და სახე დამანჭა.
კოჭი თავისას შვრებოდა ისე ძლიერ დაარტყა ცხენიდან ჩამოვარდნისას, რომ ტკივილი გაუსაძლისი გახდა, ეირლისი ფეხზეც კი ვერ დგებოდა დამოუკიდებლად.

- აპოლო! - იქვე არანაკლებ შეშინებულ ცხენს გასძახა ხეიდენმა და აპოლომაც მაშინვე გამოყო ცხვირი ბუჩქებიდან. - მოდი ნუ გეშინია არაფერი მოგივა. - აპოლომ ჯერ ცალი ჩლიქი გადმოდგა, შემდეგ დანარჩენებიც, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა ხეიდენისკენ სიარული თავაწეულმა იწყო.

- მოღალატე არსებავ. - შეუღრინა ეირლისმა აპოლოს და ხელები მკერდზე გადააჯვარედინა. - როგორ შეგეძლო მარტომს დაგეტოვებინე? - აპოლომ ცხვირი აიბზუა და ხეიდენის გვერდით დადგა, აშკარაა ხეიდენის გამოჩენის შემდეგ ცხენს ეირლისის ხილვა არ სურდა. - ესეიგი ეგრე ხო? - წამოდგომა სცადა ეირლისმა, მაგრამ ნატკენი კოჭის გამო წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ხეიდენს ზემოდან მოექცა. - აუჩ.. - ტკივილისგან ამოიხვნეშა ეირლისმა და ხეიდენს გახედა, ბიჭი გოგონას სახეს შეისწავლიდა, მის თვალებს, წარბებს, ცხვირს, ტუჩებს.. აკვირდებოდა ყველაფერს რასაც კი მისი თვალები მისწვდებოდა.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now