თავი 15- " ჩურჩული მთაში "

65 7 39
                                    

🔞🔞
_______

ჯგუფმა ეირლისი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა, შეეცადეს ნათელი ადგილი მოეძებნათ და რაც მთავარია ისეთი ადგილი სადაც დემონები არ გადაეყრებოდნენ.
მათ ჯერაც არ იცოდნენ, რომ ეირლისის ძალამ ესთრიაზე გამრავლებული დემონები გაანადგურა და ამით გოგონას მთელი ენერგია ერთიანად დაიცალა.
ელეაზარს ხელი ძლიერ გაეჭრა, ჭრილობიდან სისხლი სდიოდა და სისხლის შესაჩერებლად ხელს ძლიერ იჭერდა.
ხეიდენს ეირლისის თავი კალთაში ჩაედო, გოგონას სახეზე და თმებზე ეფერებოდა, დრო და დრო კი ეირლისის შუბლს თავის ბაგეებს ნაზად ახებდა.

- თიდერიუს, - თავი აწია ხეიდენმა, ბიჭს თვალები ჩასწითლებოდა და სახეზე სისხლი მოსცხებოდა, ეირლისის სისხლი, - იქნებ შენ გეცადა რაიმე? - თიდერიუსმა ძმას გახედა და იმის ნიშნად, რომ უძლური იყო თავი გააქნია.

- რაიმე გზა უნდა არსებობდეს, - თქვა ელეაზარმა, - რაიმე გზა უნდა არსებობდეს დემონის შხამის შესაჩერებლად.

- პრობლემაც ეგ არის, - უკან მჯდარ ელეაზარს გახედა თიდერიუსმა, - არ ვიცით დემონის შხამისაგან როგორ გავკურნოთ. - ელეაზარმა კბილები ერთმანეთს დააჭირა და მკვეთრად გამოჩნდა მისი ეშვები ბასრი და ფურცელივით თეთრი.

- მაგრამ თქვენ ხომ უკვე რაინდები ხართ?! - დაიყვირა ელეაზარმა, - განუწყვეტლივ იბრძვით, უბრალო რაინდებსა და დემონებსაც კი. უნდა შეგეძლოთ და იცოდეთ რამის გაკეთება მას ვერ დავკარგავ გესმით?! ეირლისი ჩემთვის დის როლს ასრულებს, ის ჩემთვის პატარა დაა ვერ ვუყურებ თუ როგორ იტანჯება და თუ როგორ კვდება! - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ელეაზარი საუბრისას.

- ბავშვო მისმინე, - ელეაზარს ახედა ხეიდენმა, - განუწყვეტლით ვიბრძვით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველანაირი სიტუაციიდან თავის დაღწევა შეგვიძლია. - წყნარად მიუგო ბიჭმა ელეაზარს.

- ელეაზარ მესმის, რომ გიჭირს, - ელეაზარს მხარზე ხელი დაადო თიდერიუსმა, - მაგრამ ახლა ბრაზსა და ნერვიულობას არ უნდა ავყვეთ, ეს ეირლისს არ უშველის, - თიდერიუსმა მზერა ეირლისისკენ გააპარა და დაინახა თუ როგორ გადმოდინდა გოგონას ჭრილობიდან შავი სისხლი.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now