თავი 39- " ქარიშხლის მომასწავებელი "

29 3 0
                                    

༒︎༒︎༒︎
- ფრთხილად, - ვიქტორიამ რაიანას წელზე ხელი მოუჭირა და გოგონას დივანზე დაჯდომაში მიეხმარა, - ნუ გავიწყდება, ჯერ კიდევ დასუსტებული ხარ.

რაიანამ თვალები მილულა და საფეთქელის ორი თითით დამასაჟება დაიწყო.

მათ გვერდით მეორე დივანზე კი ესავი იჯდა, ბიჭს მთელი სხეული თავისი სისხლით მოსვროდა, ხელზე ეშვებით დატოვებული ჭრილობები კი ისე მარტივად არ ხორცდებოდა, როგორც ეს ნორმალურად ხდებ

- წავალ სამედიცინო დახმარების ყუთს მოვიტან, - თქვა დაემონმა, ესავმა კი ხელის აწევით გააჩერა.

- წადი, - თქვა უღიმღამოდ, - შენი აქ ყოფნა ახლა არავის არაფრად გვარგია.

დაემონმა ხმამაღლა ამოიოხრა, მაგრამ საუბარი აღარ გაუგრძელებია, თითქმის შეუმჩნევლად დაუქნია თავი იქ მყოფთ შემდეგ კი მათ კარები ხმაურიანად მოუჯახუნა.

- უნდა დავბრუნდეთ, - თქვა რაიანამ და სხეულზე ბინტი უფრო მჭიდროდ შემოიხვია, - ჩემი მეგობრები საფრთხეში არიან, მათ ვჭირდები.

- რაიანა ჯერ კიდევ ძალიან სუსტად ხარ, - გოგონას თვალით მუცელზე ანიშნა.

- კარგად ვიქნები, - ჯერ კიდევ ძალზედ სუსტი და წვრილი ხმით თქვა რაიანამ, - თუ ჩემს ჯანმრთელობას ჩემთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი პიროვნებების წინ დავაყენებ ვიქტორია მუდამ ვინანებ.. ვინანებ, რომ მათ არ დავეხმარე და მათ გადასარჩენად რაიმე არ მოვიმოქმედე..

༒︎༒︎༒︎
- ყველაფერი ეგრე მარტივად არ არის, - უკვე გაქცევისთვის მზადებაში მყოფი ხეიდენი ხელზე ძლიერად მოქაჩვით გააჩერა ემამ, - გთხოვთ იქნებ ჯერ ყველაფერი მოვყვე და შემდეგ გადაწყვიტოთ რა უნდა გააკეთოთ? - მუდარით სავსე თვალები ჰქონდა გოგონას.

- ხეიდენ აცადე, - სრულიად სერიოზული ხმის ტონით უთხრა ეირლისმა და მკერდზე ხელის მიჭერით ბიჭი საწოლზე დააგდო.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now