თავი 34- " ღამეული შეტაკება "

29 6 0
                                    

The girl who destroyed armies

༒︎༒︎༒︎
მთვარე ღრუბლებს ამოჰფარებოდა, ბნელ ხავერდოვან ცაზე კი ღრუბლის ფთილებით გაბუნდოვნებული ვარსკვლავები ციმციმებდნენ.

ეირლისი, ელეაზარი და რეიანა პორტალმა ერთმანეთისაგან რამოდენიმე ნაბიჯის დაშორებით, თოვლიან ადგილას გადმოიყვანა.
ეს ესთრიის სამეფოს კიდევ ერთი თვისება, როდესაც ესთრიის აღმოსავლეთ ნაწილში ზაფხულია, ესთრიის დასავლეთ ნაწილში ზამთარია.
რეიანა დუმდა, წითურ თმაზე ფანტელები ნელ - ნელა ეფინებოდა. ეირლისი გადმოტრიალდა და ცას მზერა მიაპყრო, მის თეთრ თმებსაც ზედმეტად ლამაზად ეყრებოდა თოვლის ფანტელები. ღრმად სუნთქავდა, შიგა და შიგ კი იცინოდა. პირველი შემთხვევა იყო როდესაც მსგავსი თავგადასავალი გამოიარა. მართალია პირველად არ მიდიოდა მისიაზე, მაგრამ პირველად იმოგზაურა პორტალით.

პორტალით რომელიც მისმა მეგობარმა თავისი ორი საკუთარი ხელით შექმნა.

- ეს ძალიან, ძალიან მაგარი იყო, - გაიღიმა ელეზარამა და წამოდგა, ტანისამოსი გაიწმინდა, შემდეგ კი იქაურობას თვალი ზერელედ მოავლო. მიწა გადათეთრებული იყო, ახლა კი მომთაბარეების ნაკადი ციხესიმაგრისკენ მიიწევდა, იმ ციხესიმაგრისკენ სადაც დღეს წვეულება უნდა გამართულიყო.

- გეთანხმები მაგარი იყო, - იდაყვებზე წამოიწია ეირლისი შემდეგ კი რამოდენიმე მარტივი მოძრაობით წამოდგა, თეთრი კაბა დაიფერთხა და რეიანას დასახმარებლად ხელი გაუწოდა.

- გეგმა ხომ გახსოვთ არა? - ელეაზარმა და ეირლისმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნიეს.

- ჩვენს გარშემო ხალხის ბუტბუტი იზრდება, - ჩუმად თქვა ეირლისმა, მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ისე ელაპარაკა მათი დიალოგი, ვინმეს არ გაეგო. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი გეგმა თვალის დახამხამებაში განადგურდებოდა და შეიცვლებოდა,- ხმამაღლა არ ისაუბროთ, გახსოვდეთ ჩვენი მთავარი მიზანი მომთაბარეების ბელადის მოკვლაა.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now