თავი 35- " მოწამლული სისხლი "

29 4 0
                                    


- ვერ დამიჯერებია, რომ ეგ გითხრა, - თქვა რაიანამ, - არ მესმის რამ გააბრაზა ასე ძალიან? იმან, რომ დაემონს ნება მივეცი წვეულება გაემართა?

ესავთან ერთად ერთ - ერთი არხის გასწვრივ ქალაქის ცენტრისკენ მიაბიჯებდა. ყოველმხრივ აშენებული  კოშკები თითქოსდა მიწიდან ამოზრდილიყო, მათ ბრწყინვლებას არხში მდინარი წყალი ირეკლავდა.

ესავმა გვერდულად გახედა. თავში ჯერ კიდევ ის საღამო დასტრიალებდა თუ როგორ გაბრაზებულმა დატოვა ისარიუსმა აივოლიერნების სახელმწიფო. წავიდა და უკან არც კი დაბრუნებულა.

- მერწმუნე ვერც მე ვიჯერებ.

რაიანას თმები დაებრწნა, თმები თეძოებამდე წვდებოდა, შორს იხედებოდა, ესავიც მის მზერას აყოლებდა თვალს და ცდილობდა ამოეცნო თუ რას უყურებდა გოგონა ასე დაჟინებით.

ბოლოს კი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რაიანა არაფერს უმზერდა, არამედ ფიქრობდა.

ახლა იმით დაინტერესდა, რას იხსენებდა გოგონა, რომელ მოგონებას? ვისზე ფიქრობდა? საერთოდ რა ტრიალებდა მის თავში?

- მოდი ისარიუსზე საუბარი არ გვინდა, - თავი გააქნია რაიანამ, - ახლა ამ წამს ჩვენს შორის ბევრი რამ ხდება, ბევრი კითხვის ნიშანი ტრიალებს, როდესაც ვცდილობ, რომ ვესაუბრო გამირბის,  ვერ ვხვდები რა ხდება მის თავს..

- ვიცი რაიანა, - თქვა ესავმა და კინაღამ სული შეეხუთა ამ წინადადების წარმოთქმისას.

სიცარიელე იგრძნო, გუშინ მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს და ახლაც ასეთი მოულოდნელი გასეირნება ქალაქში ნელ - ნელა ღლიდა.

რაიანამ ძალიან მარტივად ამოიკითხა უხეშობა ესავის ხმაში, მალევე მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო ამიტომ წინ წაიწია და ესავს ხელზე ხელი მოჰკიდა:

- ესავ, კარგად ხარ?

ესავმა მათ ხელებს დახედა და ჩვეულებრივ მიცა ნება მათი თითები ერთმანეთში გადახლართულიყო.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now