თავი 20- " სიყვარულის ელექსირი "

75 9 26
                                    

🔞🔞 აბა სანამ კითხვას დაიწყებდეთ გამოიცანით ვისზეა 🔞 სცენა 😈

༒︎༒︎༒︎
ტბის პირას ესავი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და ტბას გაჰყურებდა. შეშის დაჩეხვით დაღლილიყო ამიტომ დასვენებაზე უარს არ აცხადებდა და თან სიგარას ეწეოდა.

- დახმარება ხომ არ გჭირდება? - ესავს მიუახლოვდა ისარიუსი, ბიჭს გატეხილი თავი ბინტით შეეხვია. თავად ვიქტორიამ შეუხვია ისარიუსს თავი, მთელი შეხვევის პროცესში ბიჭი გოგონას თვალებით ჭამდა და ერთადერთი რაც სურდა ეს ის იყო, რომ მისთვის ძლიერად შემოერტყა თავში რაღაც.

- დახმარება ჯერჯერობით არ მჭირდება, - ისარიუსს სიგარა გაუწოდა ესავმა, - მოდი ჩემთან ერთად მოწიე, - ბიჭმა ესავს სიგარა გამოართვა და მოუკიდა შემდეგ კი მასთან ერთად გრძელ კუნძზე დაჯდა.

- როგორი გრძნობაა იყო სინათლის მაძიებელი ვამპირი?

- საშინელი, - უპასუხა ესავმა თავის მოუბრუნებლად, - მუდამ გაქცევა და დამალვა გიწევს, მუდამ სიცოცხლისთვის ბრძოლა გიწევს, მუდამ ნადირობენ შენზე, დაგიჭერენ? დაგიჭერენ და წამებით სულს ამოგხდიან.

- არადა სავარაუდოდ ყოველი ვამპირის სურვილია, რომ დღე გამოსვლა შეეძლოთ და მზეს თვალი გაუსწორონ.. - ესავმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

- მაგ მხრივ, რომ შევხედოთ კარგია, მაგრამ ამავდროულად ძალიან რთულია.

- ვიქტორია ნელა! - შეჰყვირა რაიანამ ვიქტორიას როდესაც გოგო ხის ტოტიდან პირდაპირ წყალში ჩახტა. მალევე ბიჭებმაც გოგოების მიმართულებით გაიხედეს.

- შენი ჯერია ლამაზო. - თქვა ვიქტორიამ და სველი თმები სახიდან გადაიწია.

- გაიწიე, - გოგონას ხელით ანიშნა რაიანამ, რომ გაწეულიყო ვიქტორიაც გაიწია, ხოლო რაიანამ კაბა ჩაიხსნა და მხოლოდ საცვლებში დარჩენილი გოგონა ხის ტოტზე აცოცდა. შორიდან გოგონას ისარიუსი აკვირდებოდა შიგა და შიგ კი ტუჩს კბენდა.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now