თავი 26- " აივოლიერნების სახელმწიფოები "

41 8 7
                                    

წერისას რის საშუალებითაც ვმუშაობდი ისინი თან არ მაქვს, თან რედაქტირების გარეშე ვდებ.. თუ გრამატიკული შეცდომები მომრავლებულია დააიგნორეთ.
💋❤️

༒︎༒︎༒︎
ბნელი ტყის კარ - მიდამოებში რაიანა, ისარიუსი, ვიქტორია და ესავი თავიანთი ცხენებით გზას იკვლევდნენ.
რაიანამ მაინც მოახერხა და მეგობრებს თანხმობა ათქმევინა მათთან ერთად წამოსვლაზე. გაუჭირდა, ბევრი ხვეწნაც დასჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა.

- სისხლის პაკეტები თან წამოიღე ხომ ასეა? - ვიქტორია ესავს მიუბრუნდა და ჩანთებზე ანიშნა.

- ვის გაახსენდება ბოლოს ეს ყოველივე თუ არა მე. - დაიწუწუნა ესავმა და ვიქტორიას რამოდენიმე სისხლით სავსე პაკეტი გადაუგდო.
გოგონამ მაშინვე თავი წახსნა პაკეტს და სისხლი ისე მოსვა, თითქოსდა ეს იყო ის რაც ამდენი ხანი მის ორგანიზმს ესაჭიროებოდა.

- ორი დღეა გზად მოვდივართ, შეგიძლიათ დაისვენოთ. - რაიანამ ცხენს უნაგირი მოხსნა და საშუალება მისცა მძიმე ტვირთისაგან თავი დაეღწია. - მიდი, შეგიძლია ტბის პირიდან წყალი დალიო. - ცხენმაც არ დააყოვნა, მალევე ტბაში ფეხებით ჩადგა, თან დასვრილი სხეულის წმენდა დაიწყო, თან კი ცივ წყალს გემრიელად შეექცეოდა.

- ჩვენი აქ წამოსვლა სრულიად სისულელე იყო. - ისარიუსმა თავი ხეს მიადო და თვალები დახუჭა. მალევე მას გვერდით რაიანაც მიუჯდა და ბიჭის მხარზე თავი დაასვენა.
ისარიუსი რაიანას შეხებაზე შეხტა, მაგრამ როდესაც შენიშნა თუ როგორ კომფორტულად იმყოფებოდა გოგონა მის გვერდით ხმის ამოღება აღარც კი უცდია. რაიანას თავს თავისი თავი დაადო, გოგონას ხელები კი თავისასში ახლართა.
იცოდა, ეს არ უნდა ექნა..
იცოდა, რაიანასგან თავი შორს უნდა დაეჭირა.
ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ იმ გრძნობას რასაც რაიანას მიმართ განიცდიდა უარს ვერანაირად ვერ ეუბნებოდა.
იცოდა ეს ყველაფერი დაღუპავდა, მაგრამ ყველაფერი სახიფათო ყოველთვის ტკბილია..

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now