თავი 38- " ლამაზი ბოროტება "

32 3 2
                                    


︎༒︎༒︎︎༒︎
- რა ხდება? - ესავისა და ვიქტორიას დაწყებული დიალოგი ვერ დასრულდა, რადგან ირგვლივ საშინლად ხმამაღალი შეძახილებები გაისმა. ხალხი ერთმანეთში ჩურჩულებდნენ და მათი თითქოსდა დაუსრულებელი ნაკადი ერთი მიმართულებისკენ გაუჩერებლად მიექანებოდა.

- არ ვიცი, - წარბები შეკრა ესავმა, - წამოდი შევამოწმოთ, - გოგონას ხელი გაუწოდა და ვიქტორიამაც დაუფიქრებლად გაუწოდა ბიჭს თავისი.

უამრავ ხალხს შორის გზა გაიკვალეს და საბოლოოს ციხესიმაგრის აღმოსავლეთ ნაწილში აღმოჩნდნენ.

ნაკადის გავლის შემდეგ რაიანა აღმოაჩინეს, რომელიც საკუთარ სისხლში იყო ჩამუხლულიყლ და შით ცურავდა, ცალ ხელში მუცლიდან ამომძვრალი ხანჯალი ეკავდა, მეორეში კი იგი რომლითაც თავის დაცვას ცდილობდა. სველი ხანჯლები ხელიდან უცურდებოდა და მძიმედ ქოშინებდა.

საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა ირგვლივ. ყველას თავში განგაშის სიგნალი ახმაურდა. იცოდნენ, იცოდნენ, რომ რაღაც უნდა მოემოქმედებინათ, მაგრამ ერთ ადგილას ბოძებივით გაშეშებულიყვნენ, სიცოცხლისა და სიკვდილის საზღვარზე მყოფ რაიანას წაშლილი სახით აშტერდებოდნენ.

- რაიანა! - ვიქტორიამ თავის ხელზე მოჭიდებული ესავის ხელი გააგდო და სისხლიან მინდორზე, მეგობრისკენ გაიქცა. მუხლებზე დაეცა, თავისკენ მიიზიდა და კალთში ჩაისვა. გოგონას ზედმეტად ტანზე მომდგარი კაბის ელვისკენ ხელი გაიშვირა და იგი სწრაფად ჩაუხსნა, - რაიანა, რაიანა, გამაგრდი!

იქვე მდგომ ესავს კი რომელსაც თვალები შუბლზე ასვლოდა ისეთი სახე ჰქონდა თითქოს სადაცაა გული აერეოდა, ან გონებას დაკარგავდა.

- არა, არა, არა, ნუ მეწინააღმდეგები, - მისკენ გამოშვერილი რაიანას ხელი დაიჭირა და ზედ ნაზად აკოცა,
- ტანისამოსი უნდა გაგხადო რაიანა, სხვანაირად არ შეიძლება, - ვიქტორიამ რაიანას გაცვეთილი კაბა გაგლიჯა, მისი კაბის ქვედა ნაწილი გახია და მუცელი მოუშიშვლა. თავადაც არ იცოდა რას აკეთებდა, ვერ იაზრებდა, თვალები ამღვრეოდა და იმისათვის, რომ ხედვის არე გაესუფთავებინა ყოველ წამს ისვამდა ცერა თითს თვალებში.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now