თავი 31- " არჩევითი იარაღი "

37 8 0
                                    

" He was aware that darkness could take root in pristine gardens, and even good men could fall to
shadow. " - Ella Rose Carlos

༒︎༒︎༒︎
- რაიანა! - გოგონამ ნელა გაიღვიძა, არ უნდოდა ტკბილი სიზმრებიდან გამოფხიზლება, რომელშიც ცეცხლის სითბოს, ბალახის სურნელსა და ხილის გემოებს შეიგრძნობდა.

კურანკანის სამეფოს ეზოში იყო, ხის ფართო ტოტებიდან თავქვე გადმოკიდებული რეიანა უცინოდა, რომელიც მის ზემოთ ხეზე ჩამოკიდებულიყო და ხელს უქნევდა.

სიზმრიდან გამოფხიზლდა,
ნელ - ნელა გააცნობიერა საწოლის სირბილე და ისარიუსის კალთაში ჩადებული თავი.

- რაიანა! - ისევ წასჩურჩულა ბიჭმა.

ვიქტორია და ესავი მოშორებით, ერთ საწოლზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ გაშხლართულიყვნენ, ჩრდილებში კი მუქ გროვასავით მოჩანდნენ. ისარიუსის თვალები ზემოდან დასციმციმებდნენ, - რაიანა აბაზანის მიღება მინდა.

- ჰო, მშვენიერია, მე მილიონი დოლარი მინდა, - თვალები მოიფშვნიტა. ისარიუსმა კი წარბი აზიდა:

- რაიანა დაფიქრდი ნუ იქნები იდიოტი! აივოლიერნების სახელმწიფოში ვართ, სახელმწიფოს ნახევარი ტბას აქვს მოცული! შეგვიძლია იქ ვიბანაოთ! - რაიანამ გაიხსენა ტბა, ღრმა, სასიამოვნო, ლურჯი წყალი.. თავი კი რატომაც ისე იგრძნო თითქოს მისი სხეული ჭუჭყით იყო სავსე, არადა თავად რაიანა ზედმეტად სუფთა იყო..

რაც შეიძლება ჩუმად წამოდგა, ცდილობდა ოთახში მყოფი ესავი და ვიქტრია არ შეეღვიძებინა.

- კარგი.

ბიჭიც მაშინვე წამოხტა, ხელი ჩაჰკიდა და დასავლეთ დერეფნისკენ გაქაჩა. მდუმარედ მიაბიჯებდნენ, ჩირაღდნები ანთებული არ იყო, ამიტომ გზას რაიანას ნათებით ინათებდნენ.

უზარმაზარი ტბა მალევე თვალწინ ერთბაშად გადაეშალათ, მოციმციმე ტბა იყო, რომელიც ლურჯად კაშკაშებდა.

როგორც ამბობენ ხოლმე ამ ტბის წყალი სამკურნალო ნივთიერებებით არის გაჯერებული, სწორედ ამიტომ აღაშენეს სახელმწიფო აქ ტბის პირას და სწორედ მაგიტომ ცხოვრობს ამდენი პიროვნება ამ სახელმწიფოში.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now