თავი 25- " ტკბილი, მაგრამ სახიფათო "

48 7 11
                                    

ძმა ზაქარიამ საკეტი შეარყია, კარი გააღო და ციხესიმაგრეში ჯერ კიდევ ნახევრად შიშველი ლილითი შეუშვა შემდეგ კი თავადაც შევიდა. ქალს კვლავ წვიმის წვეთებივით სცვიოდა სხეულიდან სისხლის წვეთები  და იატაკს სვრიდა, მაგრამ ამას დიდად ყურადღებას არავინ არ აქცევდა. ზაქარია წინ წავიდა, ლილითიც უხალისოდ მიჰყვა უკან. დერეფანს ქვის კედელი ჰქონდა, კირქვის უზარმაზარი ლოდები რომლებიც ბეტონით შეედუღაბებინათ.

იატაკი გლუვი იყო, ზედმეტად ბევრი სიარულისაგან გაცვეთილი.

ციხესიმაგრე, რომ ძველი იყო ეს აშკარა გახლდათ, სულ მტვრის სუნი და შეგრძნება დაჰყვებოდა იქაურობას, თითქოს საუკუნეები, ათასწლეულები გავიდა იმის შემდეგ რაც იგი წამოჭიმესო.

კედლებში უსისტემო დაშორებით მრავალი კარი დაეტანათ, კარები კი საკეტით მჭიდროდ დაელუქათ.

მალევე დერეფანი გამრუდდა და ზაქარიაც ალაპარაკდა:  

- დარწმუნებული ვარ ბევრი კითხვა გიტრიალებს თავში. - ლილითმა უღონოდ შემოიხვია წვრილი ხელები წელზე.

- დიახ, ზედმეტად ბევრი კითხვა დამიგროვდა, - დაიწყო ქალმა ფრთხილად, - უამრავი კითხვა გამაჩნია და მაინც ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ის არის თუ რატომ გადამარჩინე? - ზაქარიამ ნაქსოვი პერანგი შეისწორა და ლილითის წინაშე გაჩერდა.
ქალი აათვალიერა, ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ბოლოს იხილა. კვლავ ის სილამაზე შერჩენოდა, შავი თმები, ყვითელი და ცისფერი თვალები, წვრილი ხელები, მრუდი რქები, არაფერი არ შეცვლილა მის გარეგნობაში, ერთი პაწაწინა დეტალიც კი.

- რა მოხდებოდა, თუ გეტყოდი, იმიტომ გადაგარჩინე, რომ მიყვარხარ? - ლილითმა თავი გააქნია.

- მე და შენ ზაქარია.. - ხელები ზურგზე გადააჯვარედინა ქალმა, - მე და შენ სიყვარული არ შეგვიძლია, ეს ჩვენთვის უცხო ხილია. - ზაქარიამ ჩაიცინა, კარს მხრით უბიძგა და შიგნით შეაბიჯა. ლილითიც ფეხდაფეხ მიჰყვა მას.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now