თავი 3- " სკეპტრონის ხმლის ცერემონიალი "

79 8 21
                                    

მონატრებული მეგობრების ნახვისა და მოლხენის შემდეგ ეირლისი საკუთარი ოთახისკენ გაემართა.
ქალაქიდან დაბრუნების შემდეგ თავის ტკივილმა საშინალად შეაწუხა ამიტომ კიბეები აირბინა და ოთახის კარები შეაღო. კაბა გაიხადა და საწოლისკენ გაემართა. თავის ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, მისი ტვინი უკვე ნელ-ნელა აფეთქებისკენ მიიწევდა ისეთი გრძნობა ეუფლებოდა თითქოსდა ვიღაც თავში უროს გამეტებით ურტყამდა და როდესაც თავის ტკივილმა დაძინების საშუალება არ მისცა სამეფო კარის ექიმების ოთახისკენ გაემართა, მაგრამ ოთახი დატოვა თუ არა ბარბაცი დაიწყო, გონება ნელ-ნელა დაებინდა და მალევე იატაკზე უგონოდ დაეცა.
მისმა სხეულმა ამ წამს ისეთი გრძნობა განიცადა თითქოსდა ერთი სამყაროდან
მეორე სამყაროში გადაინაცვლა.

- რა ხდება? - ირგვლივ მიმოიხედა გოგონამ და კოჭებამდე წყლით სავსე, ბნელ ოთახში სიარული დაიწყო.
ირგვლივ სიჩუმე სუფევდა, ბუზის ბზუილიც კი არ ისმოდა და არაფერი ჩანდა, ირგვლივ ყველაფერი შავი იყო, გოგონას თავი სიზმარში ეგონა, ეს ეს იყო უკან უნდა გამობრუნებულიყო როდესაც მისი მზერა სადღაც შორს მოცემულმა ბავშვის სილუეტმა მიიპყრო. დაუფიქრებლად გაემართა იქით სადაც ბავშვი ფანტანის გვერდით იჯდა და წყალში ხელებს აჭყაპუნებდა.

- ჰეი, პატარავ! - შეჰყვირა ეირლისმა ბავშვის სილუეტს რომელიც სინამდვილეში თავად ეირისი იყო ოღონდ წლების წინ. - აქ მარტო ყოფნა სახიფათოა! შეიძლება რაიმე იტკინო! - ეირლისი ბავშვისკენ წაიწია და ხელის დავლება სცადა, მაგრამ მან ეს გააკეთა თუ არა გოგონას სხეული წამიერად სადღაც აორთქლდა შემდეგ კი კვლავ ეირლისის წინ გაჩნდა. მოცემული სიუჟეტმა გამეორება იწყო და ამჯერად ეირლისმა გადაწყვიტა ბავშვს არ მიკარებოდა, მხოლოდ შორიდან ედევნებინა მისთვის თვალი.
თეთრთმიანი გოგონა მხიარულად იჯდა ფანტანთან და თავისი პაწაწინა ხელებით თავის ცხოველს ეფერებოდა. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა ეირლისის თვალთახედვიდან, მაგრამ რამოდენიმე წუთის შემდეგ ფანტანს მამაკაცის სხეული მოუახლოვდა.
კაცს მოსასხამი მოეხურა და ძალიან კარგად მალავდა საკუთარ ვინაობას ერთადერთი რაც შესამჩნევი გახლდათ მისი თვალები იყო და რაც ყველაზე მეტად გასაკვირი ეს მამაკაცის ვარდისფერი თვალები იყო.
ზუსტად იმდაგვარი თვალები როგორიც ეირლისს აქვს.
გოგონამ გააყოლა თვალი სანახაობას, დაინახა თუ როგორ მიუახლოვდა უცნობი პატარას და დაინახა თუ როგორ გადაიძრო მან მოსასხამი, მაგრამ რაც ყველაზე მეტად აძრწუნებდა ის იყო, რომ კაცის სახეს ვერ ხედავდა.
მამაკაცს სახე წაშლილი ჰქონდა. მთლიანი სახე წაშლილი ქონდა თვალების გარდა.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now