თავი 17- " ტანჯვისკენ მიმავალი ბილიკი "

47 7 29
                                    

ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო, წითელი მთვარე ლამაზად ანათებდა ნათელი ოკეანის მთელ სამეფოს, ცაში თანავარსკვლავედები ლამაზად გამოჭიმულიყო და უამრავი მიწისქვეშეთელი მათ შესასწავლად კლდეებზე მიძვრებოდა.
ეს ისეთი შემთხვევაა რაც ოც წელიწადში ერთხელ ხდება, ზოგჯერ გამონაკლისიც ხდება და ვარსკვლავთცვენა გაცილებით ადრე ხდება, მაგრამ ესეთი შემთხვევა ძალზედ იშვიათია.
სასახლეში ხუთიოდე წლის ეირლისი ტრიბერიუსს სახურავზე აეყვანა, შესაძლებლობას აძლევდა თავის პატარა პრინცესას დაენახა ვარსკვლავები და ცაში ვარსკვლავების ფონზე ლამაზად მოკაშკაშე ციცინათელები.

- მამა ამას შეხედე! - ფართოდ იღიმის პატარა გოგონა, აბურდულ თმებს სახიდან იწევს და მამას კისერზე თავის პაწაწინა ხელებს ხვევს.

- იცი ეირლის, - ცისკენ ხელი გაიშვირა ტრიბერიუსმა და გოგონა ხელში შეათამაშა ისე თითქოსდა სათამაშო ყოფილიყოს, - როდესაც შენ დაიბადე ცა ზუსტად ამდაგვარი ლამაზი იყო როგორიც ახლაა. - და გაიხსენა ტრიბერიუსმა თუ როგორ გამოიყურებოდა ცა იმ ღამეს, როგორი მშვიდი იყო გარემო, როგორ კაშკაშებდნენ იმ ღამეს მნათობები, როგორ იჯდა სახურავზე და როგორ ნერვიულად ელოდებოდა თუ როდის შეატყობინებდნენ ახალ ამბებს იმის შესახებ, რომ შვილი შეეძინა.

- მაა, ეს ყველაფერი ფანტანებიდან უფრო ლამაზად მოჩანს შეიძლება ეზოში გავიდეთ? - თვალები საყვარლად დააფახუნა პატარა ეირლისმა, - გთხოვ, - დაამატა როდესაც ტრიბერიუსმა ხმა არ ამოიღო. როდესაც ეირლისი თვალებს ესე აკეთებდა ტრიბერიუსი უბრალოდ უარს ვეღარ ეუბნებოდა ქალიშვილს, ეირლისი კი ამით მუდამ სარგებლობდა, იცოდა მამა უარს არასოდეს ეტყოდა.

- ძიძასთან ერთად გადი. - ეირლისმა სიხარულისკან ტაში შემოკრა და სახურავიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა, მანამ სანამ სასახლის გასასვლელს მიუახლოვდა დაავიწყდა მამას დანაბარები და ძიძის გარეშე სასახლის ეზოში გავარდა. ღია ცისფერი კაბა ხელით აიწია და ფანტანს მიუახლოვდა, ფანტანის გვერდით აღმართულ სვეტზე აცოცდა და იქიდან დააკვირდა თანავარსკვლავედებს.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now