თავი 7- " გრძელი დაულეველი ღამე "

59 7 32
                                    

ნათელი ოკეანის სამეფოს ზღვა ხალხი ესეოდა.
წვეულებაზე უამრავი წარმომადგენელი შეკრებილიყო და სამეფოში შესასვლელ რიგს ელოდნენ. ირგვლივ შეხვდებოდით უამრავი სახის ელფს რომელიც ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდებოდნენ, შეხვდებოდით გობლინებსაც, ფერიებსაც , ტროლებსაც, სირენებსაც და ვამპირებსაც კი, მათ შორის რომელიმე მათგანი თუ დაიკარგებოდა, მას ტყუპისცალი თუ არ ეყოლებოდა მისი პოვნა ძალიან მარტივი საქმე იქნებიდა.
სამეფოს ეზოში ბავშვები დარბოდნენ და ყურის წამღებ ხმაურს ქმნიდნენ, იმდენად ტვინის წამღები იყო ეს ყოველივე, რომ რიგში ჩამდგარი ხალხი ხმაურის ჩაქრობას ყურებზე ხელის მიჭერით ცდილობდნენ.

- ჯანდაბა ტვინი წაიღეს უკვე. - დაიწუწუნა მავერიკმა და ელფს რომელმაც სახეში ბურთი ესროლა ბურთი გაუხეთქა.

- დედააა! - დაიბღავლა ლურჯკანიანმა ბავშვმა და დედამისის ძებნა დაიწყო, მაგრამ როგორც ჩანს დღეს ბედი არ წყალობდა.

- არ იყო საჭირო ასეთი უხეშობა.

- შენ ყოფილიყავი ჩემს ადგილას და ნახავდი როგორი მტკინვეულია ბურთი სახეში. - ერიქსმა ჩაიცინა შემდეგ კი მავერიკთან ერთად სასახლისკენ დაიძრა.

༒︎༒︎༒︎

ეირლისი საკუთარ ოთახში ამანდასთან ერთად იმყოფებოდა და მოსალოდნელი წვეულებით გამოწვეული ნერვიულობის მოკვლას ცდილობდა. დამეთანხმებით როდესაც იცით, რომ ესა თუ ის თემა თქვენ გეხებათ და იცით, რომ უამრავი თვალი თქვენ მოგაშტერდებათ ეს წარმოსახვით რთული და სანერვიულოა, ხოლო როდესაც ეს რეალობაში ხდება უფრო ნერვიულობა გიპყრობთ, ზოგჯერ კი საქმე იმ დონემდე მიდის, რომ ხალხს თვალსაც კი ვერ უსწორებთ.

- ნუ ნერვიულობ პრინცესა, სანერვიულო არაფერიაა. - ეირლისს მხარზე ხელს უსმევს ამანდა, გოგონას დამშვიდებას ცდილობს.. ალბათ ამ საქმეში ამანდა ყველაზე მოქნილია.. დანიერისიასაც ამანდა ამშვიდებს ხოლმე ყოველთვის როდესაც რაღაც სადარდებელი ხდება, სწორედ ამიტომ უყვარს სამეფოში ყველას ამანდა, ის ხომ ერთერთი ტკბილი ადამიანია, რომლის შეძულებაც უბრალოდ სისულელეა.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now