თავი 30- " მდუმარენი "

46 7 10
                                    

🔞🔞

༒︎༒︎༒︎
მეჯლისისგან უკვე საკმაოდ გადაღლილი ელეაზარი ბართან იჯდა,  სასმელს შეექცეოდა, ხან ხალხში მოცეკვავე მალიას გახედავდა, ხან კი კუთხეში მდგარ თიდერიუსს რომელსაც გარს რამოდენიმე ადამიანი შემოჰხვეოდა. ბიჭის ბაგეები ხან ერთი ადამიანის სხეულზე სრიალებდა, ხან მეორესი, ეტყობა ამ წვეულებიდან ყველაზე მეტად ნასიამოვნები თიდერიუსი წავიდოდა.

- სასიამოვნოა თქვენი აქ ხილვა, პრინცო ელეაზარ, - ბიჭს ზურგიდან ართური მოუახლოვდა რბილად მიესალმა, მაგრამ ბიჭი არ შერხეულა, სასმელი იმ რაოდენობით მიეღო, რომ კონცენტრაციას ვეღარაფერზე ვეღარ ახდენდა.
ძლივს ჰპოვა ძალა საკუთარ თავში, იმისათვის რომ თავი აეწია და ბიჭისთვის შეეხედა მაინც.

- არ მეგონა აქ თუ გნახავდი, - ნაზად გაუღიმა ბიჭს შემდეგ კი მის გვერდითა სკამი გამოწია და ართურს თვალით ანიშნა დაჯექიო. 

ბიჭმაც არ დააყოვნა, პერანგის სახელოები აიწია და ელეაზარს გვერდით მიუჯდა.
კარგად აათვალიერა ბიჭი, რომელსაც ასე ახლოდან პირველად ხედავდა, ნიკაპი ხელებზე დაედო, თვალები დაეხუჭა, გრძელი წამწამები ლოყებზე ბუმბულებივით დაჰფენოდა.

დარბაზში მოკაშკაშე განათებები კი ლამაზად კაშკაშებდა ბიჭის სახეზე. ცხრამეტი წლის ელეაზარს კვლავ ჰქონდა სახეზე შერჩენილი, ბავშური სირბილე, რომელიც ჯერჯერობით დაკარგვას არ ცდილობდა. ართურმა წამიერად ისიც კი იფიქრა და წარმოიდგინა თუ როგორი გახდებოდა ელეაზარი, მაშინ როდესაც ყველაფერი ბავშური მასში ძალას დაკარგავდა.. ელეაზარმა კვლავ ამოილუღლუღა რაღაც და შფოთიან ძილში შეირხა. მკლავი ბიჭისკენ ჰქონდა გაშლილი, თითები თითქმის არც კი ეხებოდა ართურის მხრებს.

ბიჭმა ხმამაღლა ამოიოხრა, ხელზრ ჩამოშლილი პერანგის სახელოები აიკაპიწა, ელეაზარის მკლავი კისერზე გადაიკიდა და იმისთვის რომ ბიჭის სხეული ხელიდან არ გავარდნოდა, ელეაზარს წელზე ხელი შემოხვია.

მიწისქვეშეთის გასაღებიUnde poveștirile trăiesc. Descoperă acum