თავი 33- " ვესპერსისი "

29 5 0
                                    

" No matter how tiny you look, you can lead huge men if you have what the huge men don't have." – Michael Bassey Johnson

༒︎༒︎༒︎
ესთრიის მთავარი ქალაქის შესასვლელი კარი ფართოდ გაღებულიყო, ქალაქში მიწისქვეშეთელების ნაკადი გადიოდა და შემოდიოდა.

ეირლისი თითის წვერებზე აიწია და ხალხის ნაკადს  მზერა გააყოლა. ელეაზარმა კი გოგონას მზერას გააყოლა თვალი და ნაცნობი რეიანას ფიგურა შეამჩნია. ლამის იფიქრეს, რომ გოგონა ხალხმრავლობაში დაკარგეს, მაგრამ არა, რეიანა წელზე ხელები დაეწყო და ხალხში მოუსვენრად დააბიჯებდა.

- ჩემთან ახლოს იყავი, - წასჩურჩულა ელეაზარმა, როცა ის და ეირლისი რეიანასკენ მიმავალ გზას გაუყვნენ.

სანამ აქ მოვიდოდნენ სერაფინამ ახალი მახვილი აჩუქა, მიუჩვეველი მახვილი კი ელეაზარს ხელში ემძიმებოდა. ქარქაშში არ იყო მიჩვეული ამ ზომის ხმალს, ამიტომ ცდილობდა ნელ - ნელა შეგუებოდა. 

მეგობრება წვალებით გაიკვალეს გზა რეიანასკენ, ბოლოს კი გოგონა იარაღების მაღაზიასთან მდგარი იპოვეს.

მაღაზია ჯერ მხოლოდ გარეგნულად არაჩვეულებრივად შემკული იყო, შუშის მიღმა კედელზე დაკიდული სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღები კი მეგობრებს შორიდან უმზერდნენ.

ეირლისი დაუფიქრებლად აუყვა რამოდენიმე საფეხურიან კიბეს, კარები შეაღო და მაღაზიაში შევიდა.

მართლაც დიდებული ადგილი აღმოჩნდა იარაღების მაღაზია. ვერასოდეს წარმოიდგენდა ეირლისი თუ ოდესმე იარაღების მაღაზიას დიდებულს უწოდებდა, რადგან ეს უცნაურად ჟღერს.. რადგან ასე შეგიძლიათ აღწეროთ მზის ჩასვლა, ან ვარსკვლავებიანი ცა, ან ღამის ხედი, მაგრამ ეს მაღაზია მართლაც რომ საოცარი იყო.

მაღაზიის სახელწოდება, მაღაზიის შესასვლელში რკინის აბრაზე ეკიდა, სახელწოდებით, " შავი ისარი ".

ჭერიდან მასიური, როკოკოს სტილის ჭაღები ეშვებოდა, რომელსაც ოქროს გამოსახულებები ამშვენებდა. ნამდვილი ისრები კი მოჩუქურთმებულ ხის სტენდებზე გამოეფინათ. კედლებზე კი ვერცხლითა და ოქროთი ტარდამშვენებული ხმლები ეკიდა.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now