თავი 11- " გონების მიძინება "

56 9 18
                                    

ბნელი ოკეანის სამეფოში ჩვეული ქარიშხალი სუფევდა, ცივი დილა გათენდა, მოსახლეობა ერთმანეთს აწყდებოდნენ და გაშლილი დახლების აკეცვას ჩქარობდნენ.
ქარი იმდენად ძლიერ ქროდა, რომ სასახლის ეზოში არსებული ძველი, ხავსმოდებული და ფესვებგადგმული ხე წაქცევის პირას მისულიყო.
ამ სანახაობას შორიდან შეჰყურებდა ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი ისაკანი.
იმისდამიუხედავად, რომ მთელ ორ სართულზე განლაგებული ოთახები მის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, ისაკანმა მაინც იმ ოთახში გადაწყვიტა დარჩენა სადაც გალარონი იმყოფებოდა.
მაშინ როდესაც ისაკანი სიყვარულით სავსე თვალებით შეჰყურებდა დრაკონს რომელიც ერთ დროს მას ეკუთვნოდა და სევდას სძენდა ის ფაქტი, რომ დრაკონი მას არ იკარებდა. რამოდენიმე საათის მცდელობის შემდეგ კი დანებდა, იცოდა თუ ასე გააგრძელებდა დრაკონის ცეცხლის საშუალებით გამოესალმებოდა ძლივს დაბრუნებულ სიცოცხლეს.
ისაკანმა თავი კედელს მიადო და თავადაც ვერ გაიაზრა თუ როგორ გადაეშვა სიზმრის სამყაროში.
სიზმარი ასეთი  რეალური არასოდეს ყოფილა, ისაკანი დაჩრდილულ მოლზე იდგა, რომელიც დაქანებულ მთას მიუყვებოდა, ცა სრულიად ცისფერი იყო, ვერსად ვერ მოჰკრავდით თვალს თეთრ ღრუბლებს 
აქა - იქ დაწინწკლული ღრუბლებიც კი არ მოჩანდა. მამაკაცის ფეხქვეშ გადებული ოქროსფერი ქვიშა კი ნათელი ოკეანის სასახლის ეზოში მთავრდებოდა. სასახლეს ახედა, ყველაფერი ისევ ისეთი იყო როგორიც ადრე, სასახლე უზარმაზარი იყო, თეთრი თვლით მორთული, სასახლის გისოსებს ლამაზად გადაჰკვროდა, ლურჯი, წითელი და ნარინჯისფერი მცენარეები.

- მამა! - ერთ - ერთ აივანზე დრეიდენი გამოდგა ელეგანტურ სამეფო ტანისამოსში გამოწყობილი, მას კი მალევე იაითიც გამოჰყვა, გრძელ ოქროსფერ კაბაში გამოწყობილიყო, გოგონას ლურჯი თმა ლამაზად ელვარებდა გოგონას მხრებზე. დრეიდენი მამამისისკენ გაიქცა და მას მალევე იაითიც მიჰყვა.

მიწისქვეშეთის გასაღებიDär berättelser lever. Upptäck nu