1.

2K 70 23
                                    


წასვლა არ მინდოდა.
მეტიც მეზარებოდა,მაგრამ მეგობრის დაბადების დღე იყო და უარი ვერ ვუთხარი.

ჩემი წინა დაბადების დღე კოშმარი იყო.
ერთადერთი მხოლოდ მან გამამხიარულა და მეც იგივე უნდა გამეკეთებინა.

ამიტომ შავი მომდგარი,წელში გამოყვანილი კაბა ჩავიცვი და სარკეში ჩავიხედე.

ჩემმა გამომეტყველებამ,ისევ გამახსენა როგორ მეზარებოდა ახლა ამის გაკეთება.
უკვე მირეკავდა,ტელეფონზე მისი სახელი დავინახე და ფოტო.
გამეღიმა.

"გისმენ"-ვუპასუხე და ტელეფონი ყურსა და მხარს შორის გავიჩხირე.
ცალი ხელით მანტოს ვეძებდი კარადაში.

"უკვე მოვედი,გელოდებით."-მითხრა და ისე გათიშა არაფრის თქმა არ დამაცადა.
გელოდებით?ჩვენს გარდა არ ვიცოდი ვინმე თუ მოდიოდა კიდევ.

ამ ყველაფერს საერთოდ იმიტომ დავთანხმდი,რომ მეგონა მარტო იქნებოდა.

ჩემი ოთახის ფანჯრიდან გავიხედე და წითელი მინი კუპერი დავინახე.
რაღაცნაირად მომეშვა სხვის მანქანაში, რომ არ ჩავჯდებოდი მაგრამ ახალი ხალხის გაცნობაზე ვნერვიულობდი.

ისიც არ ვიცოდი მან საიდან გაიცნო ისინი.

როგორც მახსოვს არასოდეს არ უთქვამს რაღაც ასეთი.

ქვევით ჩავედი,მშობლები შინ არ იყვნენ ანდა,რომც ყოფილიყვნენ ყურადღებას მაინც არ მაქცევდნენ.
მხოლოდ ჩემი უფროსი და აინტერესებდათ.

შავი მანტია მოვიცვი და ღილებიც კარგად შევიკარი.

მანქანის კარები გამოვაღე და ჩემი მეგობრის გარდა ორი ადამიანი დამხვდა.
არ მეცნობოდნენ.

"გამარჯობა."-მორცხვად ვთქვი და უკანა სავარძელი დავიკავე.

ჩემი მეგობარი ქერა,ცისფერთვალება კამილა იყო.
სკოლაში დაწყებით კლასში გავიცანი და მას შემდეგ ვმეგობრობთ.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now