12.

828 51 32
                                    


NOORA

მე და ბეტიმ საინტერესო ფილმს ვუყურეთ და ცოტა გავხალისდი თუმცა მაინც ვგრძნობდი ჩემი მეგობრების მონატრებას.
უბრალოდ მათი ნახვა ყველაზე მეტად მინდოდა.

ბეტის წასვლის შემდეგ საკმაოდ დაბნელდა,ზეინი კი არ ჩანდა.მინდოდა არასოდეს გამოჩენილიყო მაგრამ კარზე დააკაკუნეს და მივხვდი ის იყო.

მიღიმოდა.მის უკან კი ჰარი იდგა.

სახლში შემოვუშვი,უკან დავიწყე სვლა და გადაწყვეტილი მქონდა ოთახში ავსულიყავი.

"ნორა არ წახვიდე,დღეს რაც იყიდეთ გოგოებმა ისინი ჩამოიტანე."-ამბონს ზეინი და მატოს საკიდზე კიდებს.
შავ თმას ცალი ხელით მარჯვნივ იწევს.

"მისაღებში დევს."-ვეუბნები მას,ჰარი პირდაპირ ეცა პარკებს და იქედან ტანსაცმლის ამოყრა დაიწყო.

"არაფერია ნორმალური,ვერ ვხვდები კაბები რატომ არ მოგწონს."-ცხვირს ჭმუხნის და ქექვას განაგრძობს ჰარი.

ზეინი გვერძე დივანზე უჯდება და მას ეხმარება.

მე ტელევიზორის წინ ვთავსდები,საინფორმაციოს ვუსმენ და პულტი მაქვს ნიკაპ-ქვეშ ამოდებული.

"ეს გამოდგება!"-ამბობს ჰარი და ჩემს ყურადღებას იქცევს,ხელში შავი კაბა უჭირავს.

ცალ ფეხთან "zipper" აქვს რითაც მისი დამოკლება შეიძლება,მხრებზე გადმოდებული შავი მკლავები და დეკოლტე.
რომელსაც შავი ყვავილების ორნამენტები ფარავს.

ლამაზია მაგრამ ჩემი სტილი არაა.

"ადექი ჩაიცვი,მივდივართ."-მეუბნება ზეინი,სხვა პარკებს თავის ადგილას აბრუნებს იმ შავ კაბას კი მე მაწვდის.

"სად მივდივართ?"-ვეკითხები გაკვირვებული და დივნიდან აკეცილი ფეხები ჩამომაქვს.

"სადღაც."-არასაკმარისად მპასუხობს.

ახლა ღამეა.ვიცი და კარგად მახსოვს მე ღამით ვიწყებდი ცხოვრებას მაგრამ ვინაიდან აქ არაფერი მაქვს საქმე მძინავს.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now