22.

796 47 38
                                    

აუცილებლად მოუსმინეთ!!!!

_________________
ის ყვირილს იწყებს და მოყოლას იწყებს.

წინასწარ მეშინია იმის გაგონების რაც ახლა მომიწევს.

"იცი რა?მე არ მქონია კარგი ბავშვობა და არც არასოდეს ვყოფილვარ თინეიჯერი,რომელიც ერთობა.
მაშინ როდესაც 16-17 წლის ბავშვები წვეულებებზე დადიოდნენ და ერთობოდნენ,13 წლის მე სახლში საწოლში ვიწექი და ვტიროდი რადგან მომავლის მეშინოდა!არ ვიცოდი ჩემი ცხოვრებისთვის რა გამეკეთებინა,რომ უკეთესი თუ არა ნორმალური მაინც ყოფილიყო! თეატრი მიყვარდა.ისე როგორც არავინ არასდროს ჩემს ცხოვრებაში.
როდესაც სცენაზე ვიდექი და ხალხს ვხედავდი..მათი სახეები არ ჩანდა.
მაგრამ ვხედავდი მათ ლურჯ,იისფერი,ოქროსფერ და ყვითელ თვალებს რომელსაც ზემოთ დაკიდებული განათებები ანათებდათ.
მათი სხეულები ბუნდოვანი იყო და მხოლოდ ჩრდილი ჩანდა,დიდი,განიერი,მოკლე და ვიწრო.
მაგრამ იცი რა?სცენაზე დგომისას მათი ემოციები მკაფიოდ მესმოდა ისე თითქოს გვერძე მედგნენ და მესაუბრებოდნენ.
მომწონდა ეს და სხვა ვერაფერ პროფესიაში ვერ ვხედავდი ჩემს თავს.
როდესაც სპექტალს დავასრულებდი ისინი ტაშს მიკრავდნენ და მიღიმოდნენ,ყვავილებს მესროდნენ და მაბედნიერებდნენ.
როდესაც მთავარი როლი მქონდა და მე ცალკე გავდიოდი თავის დასაკვრელად ..აპლიდისმენტები უფრო იზრდებოდა,მათი სტვენაც მესმოდა,ტაშისგან დაწითლებულ ხელის გულებსაც ვხედავდი.
ეს იყო ჩემი ცხოვრება რომელიც რეალობაში არ აღმოჩნდა ჩემი.
მსახიობობა იმიტომ მინდოდა,რომ როდესაც ამას ვაკეთებდი თავს განსაკუთრებულად ვგრძნობდი.
რომლისთვის დაუნდობლად ვიბრძოდი და საშინელ რაღაცეებს ვაკეთებდი,სინდისის ქენჯნა გამიქრა და გავბოროტდი.
როდესაც რთული რაღაცის გაკეთება მიწევდა ვყოყმანობდი,მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი 'ან ყველაფერი ან არაფერი' და მსხვერპლს ასე უბრალოდ ვიღებდი.
ცამეტ წლამდე ოთახში ფანჯრიდან ვუყურებდი ვარსკვლავებს იმიტომ, რომ მეგონა პიტერ პენი მოვიდოდა და ნევერლენდში წამიყვანდა სადაც სულ ბავშვი ვიქნებოდი და არაფერი მექნებოდა სანერვიულო,არ მიყვარს ზამთარი,
ზამთარში ვარსკვლავები არ არის ცაზე და ვერც პიტერ პენი მოვიდოდა.
რატომ მჯეროდა ამ გამოგონილი ამბების? ჩემი რეალობა არ იყო კარგი და იძულებული ვიყავი ეს ფანტაზიები დამეჯერებია.რადგან სწორედ აქ ვიყავი ყველაზე ბედნიერი.ჩემსავე გამოგონილ,ტყუილ სამყაროში.
ცხვირი ძალით გავიტეხე რადგან მაბულინგებდნენ!საზიზღარ კომენტარებს აკეთებდნენ მასზე და ქვა ცხვირში მთელი ძალით ჩავირტყი მშიშარა გოგომ რომელსაც თეთრი ხალათისაც კი ეშინია.
მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა!ჩემი თავი მეთვითონვე უნდა გადამერჩინა,რადგან მივხვდი ჩემთვის არავინ არასოდეს შეიწუხებდა თავს.
მხოლოდ შენს თავს უნდა ენდო და ირწმუნო,მაგრამ მალე ეს რწმენაც გაქრა როდესაც თეატრს თავი დავანებე!
მე მხოლოდ სიყვარულს ვითხოვდი მათგან,რომელიც ვერ მივიღე წლების განმავლობაში.
არასოდეს მდომებია მილიონერობა, იმიტომ მინდოდა ცნობილი ვყოფილიყავი,რომ ჩემი რაღაც დამეტივებია ამ ქვეყნად და არავის დავვიწყებოდი საუკუნეების შემდეგ.
მინდოდა ყველას ვყვარებოდი არა იმიტომ,რომ ლამაზი ვიქნებოდი!არა რად მინდა სილამაზე საერთოდ თუ არავის ვუყვარვარ და ვჭირდები?!რად მინდა სიცოცხლე თუ ჩემი თავი ისევ მე უნდა ვათრიო,მარტომ!
რად მინდა ეს ყველაფერი?მე ეს არ მჭირდება!
მთელი ღამეები წლების განმავლობაში ვტიროდი რადგან მეშინოდა!მე არ შემეძლო ჩემი ცხოვრების გაკონტროლება და ეს მაგიჟებდა.
ბოლოს იმ დონემდე მოვედი,რომ განუკურნებელი დაავადებები ავიკიდე და ზოგს ეგონა ეს კვებისგან იყო.
რა სისულელეა!საერთოდ რად მინდა ჭამა თუ ცუდად ვარ?რატომ ჰგონიათ, რომ თუ ჭამ კარგად ხარ?ვეღარ ვტიროდი რადგან ცრემლი დამიშრა, შემდეგ სიცილზე გადავედი და ადამიანებს ეს ეგონათ ბედნიერება იყო!მაგრამ ეს ასე არ იყო,საერთოდ არა!მე ამ ავადმყოფური სიცილით ვითხოვდი შველას!მაგრამ არავინ მეხმარებოდა!მე ტირილი მენატრებოდა და იძულებული ვიყავი ჩემი თავისთვის რაიმე მეტკინა! ამიტომ მაქვს სხეულზე იარები! ემოციებისგან ვერ ვიცლებოდი,დუმილი მალავდა და ჩემივე ცრემლებში მალპობდა.
იცი?როდესაც შიშს ეჩვევი ან გიყვარდება,სამყაროს სხვანაირად ხედავ.
ამიტომაც ვცდილობ არასოდეს ავტეხო პანიკა,რადგან ის სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს.
როდესაც ცივი გონებით  ფიქრობ კი ყველაფერს სწრაფად ალაგებ!მაგრამ ეს საშინლად რთულია,თუმცა ყველაფერი მიჩვევაა.
როდესაც თეატრში,სცენაზე ვიყავი ეს მაგიას გავდა,ყველაზე ჯადოსნურს.
თითქოს სცენით მტვერი შეისუნთქე და მთელს ფილტვებში გავრცელდა.
კულისებში რაც ხდებოდა ესეც ძალიან მაგარი ოყო,ყველა სწრაფად და პანიკურად აკეთებდა ყველაფერს.
მაყურებელი კი..ის უბრალოდ გელოდება.შემდეგ შენ სცენაზე გადიხარ,შენს როლს იდეალური დ ასრულებ და ისინი გაღმერთებენ!
წითელი ფარდაც იხურება,თუმცა ჩემთვის უკვე დიდი ხანია დაიხურა.
იმიტომ წამოვედი,რომ მე იქ ბოროტი ვიყავი.ამით შეპყრობილი და მანიაკი.
არადა სხვა არაფერი მეხერხებოდა,ერთხელ მკითხეს საიდან იცი მსახიობობა,რომ შეგიძლიაო,მე ვუთხარი ვგრძნობ-თქო მათ კი იცი რა ქნეს?სიცილი ატეხეს.
გული მეტკინა,მართლა ყველაფრისდა მიუხედავად.მე ყველას ვძულდი.
მაგრამ იცი ყველაზე მეტად რა მაცოფებდა?ის,რომ მე მათთვის არასოდეს არაფერი დამიშავებია.
ჩემი ერთადერთი დანაშაული კი ის არის,რომ დავიბადე.
თუმცა ტექნიკურად არც ესაა ჩემი ბრალი.
ცხოვრებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება,ისეთისაც კი რომელსაც ვერცერთ წიგნში წაიკითხავ და ფილმია ნახავ.
მე ჯერ მხოლოდ 19 წელი ვიცოცხლე და ისეთი რაღაცეები გამოვიარე, მოხუცებსაც კი,რომ არ დაესიზმრებათ.
და როდესაც მე მიწოდებენ დეპრესიულს და სევდიან,მელანქოლიურს მე ამის უფლება მაქვს!
ერთ რამეს კი ნათლად მივხვდი.. ღმერთს ზოგი ადამიანი უბრალოდ მეტად უყვარს,ან იღბლიანი იბადება.
მაგრამ ჩვენ.უიღბლოებმა რა ვქნათ?
სად იყო ღმერთი როდესაც მისივე გამოგზავნილი განსაცდელისთვის ვიტანჯებოდი?სად იყო მაშინ როდესაც მაბულინგებდნენ?სად იყო მაშინ როდესაც ჩემს საყვარელ საქმიამობას ფაქტიურად კი ოცნებას თავი დავანებე?
სად იყო როდესაც შველას ვთხოვდი? ან სულაც სად იყო როდესაც სუიციდი ვცადე?
ახლა კი როდესაც შენ მე მიწოდებ სუსტს,ამის უფლება არ გაქვს რადგან მე ღმერთზე მეტად საკუთარი თავის მწამს!"

მკერდზე ხელებს მირტყამს და ტირის.

მე შოკირებული ვარ.

ის ჯერ ხომ..პატარაა..სულ რაღაც 19 წლის.
მას ეს არ უნდა გამოევლო,ეს არ არის პატარა გულის ტკენა.

ის ისჯებოდა სხვისი შევდომებისათვის.

წარმოდგენა არ მაქვს როგორ ვანუგეშო.

"მოდი ჩემთან."-ვეუბნები ჩუმად და ვეხუტები.

"დავიღალე ზეინ.ძალიან დავიღალე.მეტი აღარ შემიძლია."-ქვითინებს და მხარზე თავს მადებს.

"მაპატიე.გთხოვ მაპატიე.ამიერიდან ყველაფრი კარგად იქნება შენს ცხოვრებაში.მე აქ ვარ და დაგიცავ."-ვეჩურჩულები.

"მეტი აღარ შემიძლია."-ძალაგამოცლილი ამბობს და გონებას კარგავს.

ყველაფერი კარგად იქნება.
ყველაფერი კარგად იქნება.
ყველაფერი კარგად იქნება.

ვფიქრობ და ის ხელში ფრთხილად ამყავს, ჯერ ვფიქრობ საავადმყოფოში ხომ არ წავიყვანო შემდეგ კი მგონია ეს უბრალოდ ნერვიულობი ბრალი იყო.

მოვკლავ იმას ვინც მას აწყენინა.

დროა ზეინ მალიკმაც იმოქმედოს თავისი პატარათვის.















არ დამირედაქტირებია და ამ თავზე მართლა მინდა კომენტარები.რთული დასაწერი იყო ჩემთვის.

06.05.21
From Vanilla Girl

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now