33.

657 45 23
                                    


დიდ დარბაზში დავჯექი და უაზროფ ყურება დავიწყე.
წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო, საერთოდ რატომ დავთანხმდი?

აუდიტორია ივსება და უკვე მძულს ისინი ვინც აქ არიან.

მაგრამ პოლიტიკა მომწონს,ვფიქრობ ისეთ ადამიანებს უფრო მოსწონთ ეს სფერო ვისაც კამათი და ჩხუბი იზიდავთ.
მთავარია სწორად აარჩიო შენი პარტია, გყავდეს ხალხი რომელიც გენდობა და არ გაუცრუო იმედები მათ.

"გამარჯობა."-ვიღაც ქერა ცისფერთვალება ბიჭი მიდგება გვერძე და ოდნავ გაკვირვებული ვუყურებ.

"გაგიმარჯოს."-ვეუბნები და ხელს ვართმევ.

"მე ნოლანი ვარ,"-მეცნობა

"ნორა."-ვუღიმი რადგან კარგი ტიპი ჩანს თან სიმპატიურია.მიუხედავად იმისა,რომ ზეინი მომწონს და მისადმი გრძნობები მაქვს ვფიქრობ მაინც მაქვს საშუალება ბიჭს თვალი მაინც შევავლო.

მე ქალი ვარ და სხვა კაცებისკენაც მიმირბის თვალი.

"სასიამოვნოა."-ამატებს.

გვერძე მიჯდება,რამდენიმე წუთს ვსაუბრობთ შემდეგ კი ლექტორი შემოდის, ლექციის ახსნას იწყებს რომელიც ჩემდა გასაკვირად სულაც არ არის უინტერესო.
მგონია პარალელურ სამყაროში მოვხვდი, მაგრამ ზედმეტად რეალურია ყველაფერი.

რაღაცეები რვეულში დავინიშნე,ვფიქრობ გადამეორება არ მაწყენდა და საჭირო იყო.

ლექცია დასრულდა,ცუდი არ იყო.

"ნორა გაიცანი ჩემი მეგობარი,ალეკი."-ნოლანი მაცნობს შავგრემან ტიპს და მასაც ხელს ვართმევ,ბიჭი სასიამოვნოდ მიღიმის.

"არ გინდა ნამცხვარი?"-მეკითხება და მიწვდის კონტეინერს სადაც შოკოლადის კექსები დევს,ნოლანი იღებს უარს არც მე ვამბობ.

ვკბეჩ და მის სიფაფუკეზე თვალებს ვნაბავ.

"უგემრიელესია.."-ვეუბნები.

"მალე მოგეკიდება..სულ ასე ხდება."-მიღიმის და ისე მეუბნება,ნოლანი და მე თვალებგაფართოებული ვუყურებთ,რას გულისხმობს?

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now