18.

770 47 44
                                    


მისთვის არაფერი მითქვამს და არც არაფრის თქმას არ ვაპირებდი.
უბრალოდ ჩუმად ვიჯექი და ტელეფონში ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი.

შიგადაშიგ მეღიმებოდა,მეცინებოდა.
ჰარიმ როდესაც გაიღვიძა ადგა და წავიდა.
მე და ზეინი კი მარტო დავრჩით.

ხელში მისი მოცემული სანთებელა მეჭირა, ვერცხილსფერი იყო,ტუზ ყვავი ეხატა და მართლა ლამაზი ოყო.
ოთხკუთხედი,დიდი ცეცხლით.

"დავიღალე."-ამოიხავლა,თვალები პატარა ბავშვივით მოისრისა და თავი უკან გადააგდო.

სწორედ ამ დროს დარეკა ჩემმა ტელეფონმა,ბიჭები იყვნენ კერძოდ ელიოტი.როგორც ჩანს კაიფიდან გამოვიდნენ და გაიაზრეს რომ დავურეკე მათ ამდენი ხნის შემდეგ.

"ალო?"-ვეკითხები მას რა წამსაც ზეინი მიყურებს,თუმცა ვიკიდებ.

"შენ გოგო ნორმალური ხარ?"-იწყებს ის ყვირილს და ჩხუბს.-"საერთოდ ცოცხალი აღარ გვეგონე!პოლიციაში მისვლასაც კი ვაპირებდით!ვიცით,რომ გაქრობა გიყვარს მაგრამ ამდენი ხანი?თვე ნახევარი?"-ყვირის ის და ვხვდები გაბრაზებულია.

"ელიოტ დამშვიდდი გთხოვ,შემიძლია ავხსნა."-მინდა დავამშვიდო.

როდესაც ზეინი ბიჭის სახელს იგებს ჩემსკენ მოდის.
პირს აღებს რაღაცის სათქმელად მაგრამ მე ვაჩერებ და თავს უფლებას ვაძლევ ჯერ ელიოტს ვუსმინო.

"მინდა რომ შეგხვდე!ახლავე უნდა გნახოთ ბიჭებმა."-მეუბნება ტელეფონში მე კი არ ვიცი რა ვქნა.

"არამგონია თქვენი ნახვა მოვახერხო, გამიგე გთხოვ."-ტუჩს ვკბენ.

"ნორა სად ჯანდაბაში ხარ ამის დედაც!"-ყვირის რუელი.

"მე..კარგად ვარ მართლა,უბრალოდ არ შემიძლია თქვენი ნახვა,ხომ იცით მენატრებიან მაგრამ.."-სიტყვა მიწყდება.

"ხოდა წამოდი და გვნახე!"-ყვირის ახლა ლუკასი.

"ცოტა ხანში დაგირეკავთ,რამეს მოვიფიქრებ."-არც ვაცდი პასუხის გაცემას ისე ვუთიშავ მათ.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now