28.

705 44 43
                                    


N O O R A

თვალებს ვახელ და ტკივილს ვგრძნობ, თავს ვისრეს.
ირგვლივ ვიხედები და უცხო ადგილას ვარ, შავი ბუნკერია.
იქ სადაც მე ვარ,სუფთა საწოლია,კარადები პატარა მაგიდა,ტელევიზორი,რომელიც კედელზე კიდია.

ძველი ადგილია ეტყობა რადგან ბევრი რამ ხისგანაა.
ვდგები,ყველაფერი მახსენდება და ვკანკალებ,მეშინია და არ ვიცი რა წამს შემოვა ნაილი.

მეორე სართულია,ქვემოთ კიდევ ყოფილა რაღაც,ოდნავ ვიწევი,რომ შევხედო, ქვემოთ დიდი დივანი და ტელევიზორია.
ასევე პატარა სამზარეულოც მოჩანს, მინი მაცივარი.

რა ხდება?

ქვემოთ ჩასვლას ვერ ვასწრებ,რომ უკვე ნაილი ჩემს წინაა და მოდის.
ინსტიქტურად უკან სწრაფად ვიწევ,ის კი მეუბნება:

"ბარტყო კარგად ხარ?"-მეტად მიახლოვდება.-"თავი რაღაცას დავარტყი და აი ყინული დაიდე."-ხელში ლურჯი პარკი უჭირავს,მაწვდის.
საშიშად კარგად იქცევა.

"სად ვართ?"-ვეკითხები და ნელა ვართმევ ყინულს რადგან თავი მართლა ძალიან მტკივა.
ვიდებ ყინულს და სახეს ვმანჭავ.

"ჩემს ძველ ბუნკერში,აქ არა ერთხელ ხარ ნამყოფი როუზ.როგორც ჩანს თავი ძალიან დაარტყი."-ნაწყენი ამბობს,ქვედა სართულზე ჩადივართ და უკეთ ვათვალიერებ ყველაფერს.

პატარა სივრცეა,

"აქედან როდის წავალთ?"-ვეკითხები და დივნის კუთხეში ვჯდები.

"წავალთ?"-იცინის და გვერძე მიჯდება.-"არ გახსოვს როგორ გიყვარდა აქ ყოფნა?სულ მთხოვდი მოვსულიყავით,რა კარაგდ ვერთობიდით აქ."-დივნის საზურგეს გადაუსვა ხელი და მივხვდი რაც იგულისხმა.

ნაილს და როუზს სექსი ჰქონდათ აქ,მაგრამ მე როუზი არ ვარ.

"გთხოვ,სახლში დამაბრუნე."-ვევედრები და სანათს ვუყურებ რომელიც ჟურნალების მაგიდაზე დევს,ის ციმციმებს!იმედია ელექტროობა არ გაითიშება.-"გთხოვ თუ გიყვარვარ."-კოზირს ვიყენებ,ვიცი რომ როუზი უყვარს ან უყვარდა.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now