37.

679 52 27
                                    


მთელი დარჩენილი საღამო სასიამოვნოდ გავატარეთ,ხშირად ვკოცნიდი ლოყაზე. ვაცინებდი,ოდნავ არ იყო ხასიათზე ეს დღეები შევატყვე მაგრამ მგონი ნორმალურია,რადგან საავადმყოფოში გაატარა ცოტა ხანი.

თანაც,ხელი აქვს მოტეხილი,მადლობა ღმერთს მარჯვენა არაა.ფეხი იღრძო მაგრამ სიარულს რამდენიმე დღეში უპრობლემოდ დაიწყებს.

პატარა დაჟეჟილობები სხეულზე კი არაფერია მისთვის.

კარზე ზარია,ავდექი და გავაღე.

"გამარჯობა მალიკ შაჰ."-დამიძახა ჰარიმ ნაცნობი სახელი.
ოდნავ ნოსტალგია მომაწვა მაგრამ დავაიგნორე.

"შემოეყარეთ."-თვალების ტრიალით ვამბობ და ყველა შიგნით შემოდის.

"სად არის დაზარალებული?"-ლუი სასტუმრო ოთახში შედის.

"გამარჯობა ზეინ."-მიღიმის ბეტი და დიდ პარკით ხელში შეყვარებულს მიყვება.

"გაგიმარჯოს."-ყალბად ვუღიმი რადგან ჩემს სიყვარულთან ერთად ყოფნა არ დამაცადეს.

"გამარჯობა ზეინ."-ახლა ლიამი მხარზე მირტყამს ხელს

"გაგიმარჯოს ლიამ."-ისევ სიყალბე.

"განარჯობა ზეინ."-სელენასაც მაგდონალდის მუყაოს ჩანთა უჭირავს ხელსში და ისე შედის შიგნით.

"გაგიმარჯოს სელენა."-ვპასუხობ.

"გამარჯობა ბიძია ზეინ!"-როდესაც ჩემს ტოლს ვერავის ვხედავ და წვრილი წრიპინი მესმის ძირს ვიხედები,პატარა ავას ვხედავ და მეღიმება.

"გამარჯობა პატარავ!"-ძირს ვიხრები.
მისი დანახვა მუდამ მიხარია,ხელში ვიტატებ და მარჯვენა მკლავზე ვისვამ და უკვე მეც ვუერთდები მათ.

ნორა ცალკე სავარძელშია გადანაცვლებული,ბურგერს ჭამს.ირგვლივ ყველაგან საჭმელი ან ტკბილეული აქვს მიმოფანტული.
ფეხებით კი იოგის პოზაში ზის.

"მე ნორასთან მინდა დაჯდომა."-ავაც მღალატობს და მიდის.

კალთაში უჯდება,ნორა ხელებს ხვევს ირგვლივ და ისე იცინიან.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now