11.

819 50 42
                                    


ZAYN

"ბილიარდის თამაში იცი?"-ვეკითხები.

"არა"-გაკვირვებული მპასუხობს,ჯანდაბა მიჭირს თავის შეკავება როდესაც ასეთი თვალებით მიყურებს.
ისინი ისეთი მუქი და ბნელია,სწორედ ეს მიზიდავს.

ის სხვა ფერია.

ყველაფრით სხვანაირია,არ ვიცი რა სიტყვები ვიხმარო მის აღსაწერად.

"მოდი"-ვეუბნები და მაგიდასთან მიმყავს, სამკუთხედ ფორმაში არეულ ბურთებს ვაწყობ და შემდეგ სიმეტრიულად ვდებ.

წესებს ვუხსნი,მაგრამ არც კი ვიცი ამას რატომ ვაკეთებ.
მინდა შევეხო,სულ ერთი წუთით მაინც, ხელზე.

იმის გამო,რომ ოთახი მისთვის ზედმეტად თეთრი იყო შევცვალე.
ცოტა ნაცრისფერი ავეჯი დავამატე, ფარდებიც სხვა ფერისაა.
მინდა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს და არაფერი მოვაკლო.

როდესაც ვხვდები უაზროდ ვდგავართ ბილიარდის მაგიდასთან ჩემს გორგოლაჭებიან სავარძელთან მიმყავს.

პატარა უჯრიდან რამდენიმე ბროშურას ვიღებ და მას წინ ვუდებ.

"ეს რა არის?"-მეკითხება თან ხელში იღებს.

"აირჩიე უნივერსიტეტი სადაც სწავლა მოგინდება."-ჩვეულებრივად ვეუბნები და ვუღიმი.

"შემიძლია კოლეჯში ვიარო?"-მეკითხება და ბროშურების კითხვას იწყებს.

"ჯერ-ჯერობით ონლაინ ლექციები გექნება, იცი რატომაც.მაგრამ შემდეგ რავიცი გააჩნია როგორ მოიქცევი."-უდარდელად ვეუბნები.

მინდა განათლება მიიღოს,საკუთარი პროფესია ჰქონდეს და დამოუკიდებელი ქალი იყოს.
ნუ თუ ჩემთან ერთად იქნება კიდევ უკეთესი,თუმცა არ მინდა გარე სამყაროს მოვწყვიტო.
ისედაც საკმარისად დავსტრესე.

"ამმ..მე.."-არ იცის რა მითხრას,საბოლოოდ ერთ-ერთ ქაღალდს მაწვდის და მისი არჩევნით მეც კმაყოფილი ვრჩები.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now