16.

781 52 39
                                    


ნაილი მალევე წავიდა ზეინმა კი ჩემი აფორიაქება მაინც შეატყო.

"დარწმუნებული ხარ,რომ ყველაფერი რიგზეა?"-მეკითხება ისევ ეჭვშეპარვით და დივნიდან დგება.

"ხო უბრალოდ..არაფერი ყველაფერი კარგადაა."-დავამშვიდე და კეფა მოვიფხანე ჩემი ფიქრები და აფორიაქება კი უკანა პლანზე გადავაყენე.

"რაღაც მოგიტანე."-მითხრა ეშმაკურად და ოთახიდან გავიდა,შემდეგ კი ორი დიდი პარკით შემოვიდა ოთახში.
რომლებიც მარწყვი და ალუბალი იყო.

სიხარულისგან წამოვიკივლე,სად იშოვა ამ ოქტომბერში?მაგრამ მალევე გამახსენდა, რომ ის ზეინ მალიკია.

17 კლუბის პატრონი მსოფლიოს გარშემო და კიდევ რამდენიმე.

ჩემი რეაქციის გამო მანაც გაიღიმა და თეთრი კბილები გამოაჩინა.
ისინი მაგიდაზე დაალაგა და ისევ გავიდა ოთახიდან,შემდეგ კი როდესაც დიდი საზამთროთი დაბრუნდა უკან ეს უკვე ჩემი ბედნიერების პიკი იყო.

"ღმერთო!მზად ვარ მოვკვდე!საიდან ამდენი რამე!"-ალუბალი ავიღე და პირში ჩავიდე.

"ჯერ არ ჭამო!"-დამიყვირა.-"ჯერ უნდა გარეცხო."

"არ მოვკვდები."-თვალები ავატრიალე.

"გითხარი რაც მოგივა თუ თვალებს კიდევ აატრიალებ!"-თითი ამიქნია და დიდ ჯამზე ხილის თანმიმდევრობით გარეცხვა დაიწყო.-"ვიცი რომ ხილი გიყვარს."-გამიღიმა

"ჰო,ვგიჟდები.განსაკუთრებით კი:კივი, ატამი,ვაშლატამა,ვაშლი,მარწყვი, ალუბალი,ჟოლო,ქლიავი."-თითებზე ჩამოვთვალე.

"ყველა გყვარებია!"-იცინის და მეც ვყვები.

"კი,ბოსტნეულიც მაგრამ ყველა არა."-ვეუბნები და გარეცხილ მარწყვს ვიღებ რომ შევჭამო.

"ჯერ დავშაქროთ,უფრო გემრიელი იქნება."-მეუბნება მაგრამ არ ვუსმენ და ისევ ვიღებ,ის კი სველ ხელს მირტყამს ხელზე.

"რა გინდა ზაბერჯეთ!მშია!"

"მაგას ნუ მეძახი!და ხომ გითხარი ჯერ დავშაქროთ-თქო!ალუბალი გარეცხილია და ჯერ ის ჭამე,საზამთროსაც დავჭრი."

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now