9.

834 50 45
                                    


"ყველაფერი კარგადაა,ყველაფერი რიგზეა"

ამბობს მე კი ცრემლებს ხელის გულებით ვიწმენდ.
არ მინდა მან სუსტი მნახოს რაც არ უნდა რთული იყოს ეს.

არასოდეს არ უნდა დაანახო ადამიანს შენი სუსტი მხარე.

რადგან ის ამას მუდამ შენს წინააღმდეგ გამოიყენებს.

"კარგად ხარ?"-მეკითხება წარბებშეკრული

"ჰო"-ჩუმად ვეუბნები

"რა მოგივიდა?რა მოხდა?ეს რა იყო?"-მაყრის კითხვებს და თავს მაბეზრებს.

"შენი საქმე არ არის."-მხოლოდ ამას ვეუბნები.

ის მიბღვერს მაგრამ თავს მაინც იკავებს და არაფერს აღარ მეკითხება.

"ღამის 2 საათია,წამოდი დაიძინე."-მზრუნველად ამბობს და მკლავებში მხვევს ხელს.
იმის ძალაც არ მაქვს,რომ ხელები გავაშვებიო ამიტომ ვჩერდები.

ოთახში შევყავარ და გული მერევა.

ყველაფერი ზედმეტად თეთრია:შპალერი, ფუნფულა ხალიჩა,კარადა,პატარა კომოდი, საწოლი,ფარდები.

"ძალიან თეთრია ყველაფერი"-ჩუმად ჩემთვის ვამბობ მაგრამ მან ეს გაიგონა.

"სხვა ყველა ოთახი თეთრია,მხოლოდ ჩემია შედარებით მუქი ამიტომ შემიძლია იქ დაგაძინო"-მეუბნება

ისე ვარ თვალებს ძლივს ვახელ და გული მიფრიალებს.

ჩემი მწვანე ვალერიანი მჭირდება.მაგრამ არ მაქვს.

"ვალერიანი გაქვს?"-ვეკითხები ის კი გაკვირვებული მიყურებს.

"რად გინდა?"-მეკითხება

ის რა იდიოტია?

წამალი რა ჯანდაბაში უნდა დამჭირდეს!

"მეკითხები წამალი რად მინდა?"-გაღიზიანებული ვპასუხობ.

"კი მაქვს,მაგრამ არ მინდა მიიღო და ცუდად გახდე.შეიძლება უკუ ჩვენება გამოიწვიოს,მითხარი რა ხდება და ექიმს დავურეკავ."-მიხსნის და თვალებს ვატრიალებ.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now