15.

798 47 71
                                    


დილით ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს, გვერძე ვტრიალდები და ზაბერჯეთს ვხედავ მძინარეს.

შავი კუპრივით (prince hair)თმა აჩეჩილი აქვს.ტუჩები გამობუშტული,ხშირი წამწამები კი დალაგებული.
მისი მხრები ჩემს გარშემოა რაც განხრევის საშუალებას არ მაძლევს.

ოთახს ვათვალიერებ და გუშინდელი დღე ამომიტივტივდა გონებაში.
მისი მკლავები მოვიშორე და საწოლიდან ჩუმად ავდექი.

ოთახიდან გამოვედი და ახლა ჩემსაში გავედი,იმედია წუხანდელი ღამე მისთვის წინსვლას და მეგობრობას არ ნიშნავდა.

უბრალოდ ბოდიში მოვუხადე და რადგანაც მთხოვა ვერ გავუტეხე.

კარადა გამოვაღე და ფერადი მაისური გამოვიღე,იმის გამო რომ მთელი ღამე ბიუსჰალტერი მეცვა დისკომფორტი მაქვს ამიტომ გავიხადე.შავი მომდგარი,სტრეიჯი, შარვალიც ამოვიცვი და ფერადი,ლამაზი, საყვარელი წინდები.

სააბაზანოში შევედი,თმა დავივარცხნე კოსად ავიკარი,სახე მოვიბანე,კბილები გამოვიხეხე.სახეზე ბეტის ნაყიდი დამარბილებელი კრემი გადავივსვი რომელსაც ყავის სუნი აქვს და სველი ხელები პირსახოცზე შევიმშრალე.

ქვემოთ ჩავედი,მაცივარი გამოვაღე და იქედან მხოლოდ იოგურტი გამოვიღე.

კარადებიდან კი ჟოლო,ბანანი,კივი და ატამი.
მათი ლამაზად დაჭრა არ ვიცოდი,მეტიც საერთოდ გათლა.

რაც აქ მოვედი მხოლოდ მაშინ დავიწყე ჯანმრთელად კვება,თორემ ადრე სულ გამოძახებულ საჭმელს ვჭამდით ბავშვები.

მომენატრნენ.

პატარა უჯრიდან კოვზი ამოვიღე,შოკოლადის იოგურტში ჩავდე.

ტელევიზორი ჩავრთე,ჩემი საყვარელი სერიალი "ბედის მძევლები" გადიოდა და დივანზე კომფორტულად მოვკალათდი.

მიუხედავად იმისა,რომ 3-ჯერ მაქვს ნანახი ისევ იგივე ინტერესით ვუყურებ.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now