23.

814 44 56
                                    




თვალებს ვახელ და ზეინს ვხედავ რომელიც საწოლზე ზის ჩემს გვერდით.მას ოდნავ შეიშინებული სახე აქვს,მაშინვე ყველაფერი მახსენდება.არ მჯერა,რომ მას ყველაფერი ცხელ გულზე ვუთხარი,არ მჯერა,რომ ეს როგორღაც ვიღაცამ გაიგო საბოლოოდ.არ ვიცი ახლა რა უნდა ვქნა როდესაც მან ამდენი რამ იცის ჩემს შესახებ.

თავი ისე დავიჭირო თითქოს არაფერი მომხდარა?თუ უბრალოდ დავაიგნორო ყველაფერი რაც ნამდვილად რთულია.

არ მინდა შემიცოდოს,მძულს ეგ მზერა.

"კარგად ხარ?"-მეკითხება.

"ჰო კარგად ვარ,"-საწოლიდან ფეხები გადმოვყავი.-"უნდა ვჭამო.მშია"-ვამბობ და მისი ჩაცინება მესმის.

ჩემს ოთახში გავდივარ,კარადიდან შორტს და მაისურს ვიღებ და ჩაცმას ვიწყებ.გადავწყვიტე უბრალოდ ისე მოვიქცე თითქოს არაფერი მომხდარა.

ქვემოთ როდესაც ჩავედი ზეინი მაგიდაზე იჯდა და პასტას იღებდა დიდი ქვაბიდან.

"დაჯექი რაღაც უნდა გითხრა."-მეუბნება და დანით მანიშნებს მის მარჯვნიბ დავჯდე,თვალებს ვატრიალებ რადგან მგონია იმ თემაზე უნდა მელაპარაკოს.მაგრამ ჩემი ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა.

წინ კალამი და ფურცელი დამიდო თან მითხრა.

"დაწერე იმ ადამიანების სახელები ვინც რაიმე დაგიშავა და ვაზღვევინებ."-კბილებში ცრის.

"საჭირო არ არის."-ჩუმად ვიცინი.

"კი არის,ნორა დაწერე."-მიბრძანებს.

"მომისმინე მე ყველას ვაზღევინე უკვე ზეინ,"-ვეუბნები მაგრამ ჩემი არ სჯერა.-"მართლა გეუბნები,მე თითოეულ მათგანს გადავუხადე სამაგიერო."

"როგორ."-მეკითხება

"ოო..აი ეგ კი სერიოზული თემაა მაგრამ ოდნავ სასაცილო."-ვიღიმი და თეფშს რომელზეც მაკარონი დევს ჩემსკენ ვწევ თანჩანგალს ვიღებ უჯრიდან.-"ერთს მანქანის ტორმუზი გადავუჭერი,ვიცოდი რომ ჩქარა სიარული უყვარდა და ავარიაში მოყვა."-წარბები ზევით აწია.-"დამშვიდდი სამწუხარპდ გადარჩა."-ამაზე კიდევ უფრო ოცდება.-"მეორეს საკრედიტო ბარათები გადავუჭერი და ფაქტიურად გავაკოტრე,მესამე კი ჩემი მასწავლებელი იყო თეატრიდან,თხევადი საპონი დავუსხი კიბეებზე დაგორდა და ფეხი მოიტეხა,კიდევ მათემატიკის მასწავლებელი..ეს ჩემი ფავორიტია..მის უჯრაში მილიონი მწერი და ხვლიკი,მორიელი ჩავყარე.კიდევ უამრავია რაც ბავშვობაში გავაკეთე მე თავიდანვე ვისწავლე სამაგიეროს გადახდა,ეს ხომ თავადაც გამოსცადე?"-წარბების თამაშით ვეკითხები.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now