29.

735 41 20
                                    


საავადმყოფოში მისვლისას ნორა გონზე იყო,თითქმის არაფერი სჭირდა მაგრამ მაინც პალატაში გადაიყვანეს,ისევე როგორც ნაილი.
ზუსტად არ ვიცი მაგრამ მგონი ისიც დაზარალდა ხანძრის დროს.

ჯერ ექთანი იყო შემოსული და გასინჯა, ახლა კი ექიმს ველოდებით.

"სად არის ამდენ ხანს?"-ვკითხულობ და ფეხს ნერვიულად ვაკანკალებ,ზემოთ-ქვემოთ.

"მოვა დამშვიდდი,არ ვკვდები"-ნორა თვალებს ატრიალებს და კარებისკენ იხედება.

საუბრის საშუალება არ მოგვცემია,ვფიქრობ ეს დრო უნდა გამოვიყენო მაგარამ გადაღლილი იქნება.

"ასეთ მომენტში მაინც ნუ ხარ ასეთი მომაბეზრებელი!"-ვეუბნები.

"და რა გინდა გავაკეთო?ვიტირო?"-მეკითხება ნერვებმოშილილი.-"ისედაც დავიღალე,შენი მეგობარი იყო!"-ცდოლობს ჩხუბი დაიწყოს და ანკესზე წამოვეგო,ის მართალია ჩემი ბრალია მაგრამ ამას არ ვაღიარებ.

"მოიცადე!ახლა მე ვარ დამნაშავე?"-ვეკითხები შეურაწყოფილი.ხელს კი მკერდთან ვიდებ,პირს ოდნავ ვაღებ.

"ახლა?!ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე შენი ბრალია!რა ჯანდაბის გამო წამომიყვანე?საერთოდ რა გინდოდა?"-მეკითხება სრულიად აუღელვებლად და ეს მაღიზიანებს.

"იცი რა?მოკეტე!"-ვერაფერს ვერ ვიფიქრებ და მხოლოდ ამას ვეუბნები.

"რატომ უნდა გავჩუმდე?სიჩუმემ ზარალის გარდა რა მომიტანა?"-წინ იწევა.

"მოდი სახლში გავაგრძელოთ!"-კეფას ვიქავებ.

"კარგი!"-თავს იქეთ ატრიალებს და გაბუტული ბავშვივით ხელებს მკერდთან აჯვარედინებს.
ახლა ისეთი..საყვარელია,სურვილი მიჩნდება ვაკოცო.

მივდივარ და ბაგეებზე ნაზად ვეამბორები, მუცელში ადრენალინის გრძნობა იმატებს და მგონია შიგ პარაზიტები დაძრწიან.
მისი ტუჩები მაინც ამ ყველაფრის შემდეგ რბილი და ცოცხალია.
უარყოფით რეაქციას არ გამოხატავს და თავს მეტის უფლებას ვაძლევ.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now