42.

587 47 30
                                    


1 კვირა ისე გავიდა ზეინისთვის არაფერი მითქვამს,ვცდილობდი უცნაური რაღაცეები არ მომეთხოვა მისთვის და მომეთმინა,მაგრამ თუ სურვილი ძლიერი იყო თავად ვყიდულობდი.

მომატებული დიდად არ ვიყავი,ასე ვთქვათ შევივსე და ეს მომწონდა კიდეც.
მკერდი გამეზარდა,დამიმძიმდა.

ზოგჯერ ფეხები მტკიოდა დიდხანს დგომისგან და ხშირად მეძინებოდა.

ახლა 5 კვირის ვიყავი,კიდევ 7 კვირა და თუ ყველაფერი კარგად იქნებოდა ზეინისთვის თქმას ვაპირებდი,არ ვიცოდი რა მინდოდა.

თითქოს ღმერთს მივანდე მისი სიცოცხლე თუ ბავშვს შევინარჩუნებდი აუცილებლად გავაჩენდი,მაგრამ თუ ვერა..ამაზე ვერ ვფიქრობდი.მუდამ თავს ვარიდებდი, ჩემს თავს ხელს მაქსიმალურად ვუწყობდი, გულის სიღრმეში კი მინდოდა მისი გაჩენა.

არ ვიცოდი როგორი დედა ვიქნებოდი, დედაჩემი საშინელი იყო და მისნაირად ყოფნას მერჩივნა საერთოდ არ მყოლოდა შვილი.
ის მხოლოდ ჩემს უფროს დას ექცეოდა კარგად და თავს იმით იმართლებდა,რომ მე დაუგეგმავი ვიყავი.

არც მე დამიგეგმავს არაფერი..საერთოდ ამას ვინ ჯანდაბა გეგმავს?

არ მინდა ის გააკეთოს ჩემმა შვილმა დასაც მე ვაკეთებდი,თავიდან მათ არ ვეკიდე,ყველაფერს მიშლიდნენ და საშინელი ზაფხული მქონდა მუდამ,ჩემი არცერთი მეგობარი არ მოწონდათ და ყველასთან ურთიერთობას მიშლიდნენ.
ამიტომ ღმერთმა იცის რამდენ ტყუილს ვიგონებდი,ვიპარებოდი დილის 5 საათზე სახლიდან.

რამდენჯერმზე სარდაფშიც ჩამკეტეს, სიბნელეში.

ამიტომაც მეშინია სიბნელის,მახსოვს საავადმყოფოშიც წამიყვანეს,ეგონათ რამე მჭირდა მაგრამ როდესაც ექიმმა უთხრა ყველაფერი ნორმაშია უბრალოდ განერვიულებული ჩანსო..მათ უბრალოდ წამომიყვანეს.

ამიტომ არ მიყვარს თეთრი კედლები.

ერთი კი ნამდვილად ვიცი.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now