24.

688 46 60
                                    


ყველაფერი დავივიწყე და თავში,უბრალოდ,ჩემი ძველი ნორა დავაბრუნე.

გოგო რომელიც მუდამ წვეულებებზე დადიოდა,ეწეოდა და ცეკვისგან ფეხები სულ დასიებული ჰქონდა.

რაღაცნაირად მომენატრა კიდეც.ეს ყველაფერი.
რთული იყო მუდამ სახლში ყოფნა,სადაც ხშირად მარტო ვიყავი.

როდესაც ვსვამდი მეორე დღეს არაფერი მახსოვდა,ხშირ შემთხვევაში ასე იყო.
ნუ სასმლის გრადუსსაც გააჩნდა.

*

თვალები გავახილე და დიდ თეთრ საწოლში ვიწექი,ჯერ გემრიელად გავიზმორე.
მაგრამ თვალები მაშინვე შეშინებულმა ვჭყიტე როდესაც ზეინი გამახსენდა.

საწოლზე წამოვჯექი და გარშემო მიმოვიხედე,ჩვეულებრივი ოთახია შიგნით მხოლოდ მე ვარ,სკამზე გადაკიდებული ჩემი ტანსაცმელი დავინახე და მაშინვე სხეულზე დავიხედე.
იმედები მაშინვე გამიცრუვდა როდესაც სრულიად შიშველი ვიყავი.

არაფერი მეცვა საერთოდ,საცვალიც კი.
თვალები გამოფართოვდა,თავზე ხელები მოვუჭირე და ყველაფრის გახსენებას შევუდექი მაგრამ ტყუილად.არაფერი მახსოვს.

ყველაფერი იქედან შავდება როდესაც სასმელი მივიყუდე.
და...ნაილი!

ოო,არა ჯანდაბა შეუძლებელია მასთან ვწოლილიყავი.
თუ შესაძლებელია?ამის დედაც!ძველი დრო,რომ იყოს,უბრალოდ,ავდგებოდი, ჩავიცმევდი და წავიდოდი მაგრამ საქმეც ისაა,რომ ძველი დრო არაა.

როგორც იქნა მე და ზეინს დაგვილაგდა ურთიერთობა და მივხვდი ეს არ არის მეგობრობა(რაც არასოდეს ყოფილა და არც მინდა იყოს).
არ ვიცი ეს რაარის,თითქოს მე-8 კლასში ვარ და ბიჭი მომწონს.
ასეთი შეგრძნებაა.

სასწრაფოდ ვდგები და ვიცვამ,ვცდილობ არ დავპანიკდე!
ჯინსის ჯიბეში ტელეფონს ვპოულობ სადაც ზეინის 47 გამოტოვებული ზარია.

ჩემი ტელეფონი დამჯდარი იყო და ალბათ დილით ვიღაცამ დატენა,ამიტომ გამორთული იყო თორემ ვიცი მომაგნებდა მობილურშო ჯიპიესი აქვს დაყენებული.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now