47.

694 52 45
                                    


თვალების გახელისას ზეინს ვერ ვხედავ ამიტომ ვდგები და ქვემოთ ჩავდივარ.
სამზარეულოდან ხმაური გამოდიოდა, ამიტომ მარტივად მივხვდი სადაც იყო.

მისი ნაცრისფერი მაისური მეცვა და დიდი წინდები.

"ჰეი.."-ვეუბნები და კარებს ვეყრდნობი.

"ჰეი პატარავ"-მოდის და ბაგეებზე მკოცნის.-"საჭმელს ვაკეთებ."-მეუბნება და გაზქურას უბრუნდება.-"ხომ შეჭამ?"

"არ მშია."-ვეუბნები და სკამზე ვჯდები.

"გუშინაც არაფერი გიჭამია ნორა ასე არ შეიძლება ამ დროს ყველაფერს ჭამენ შენ კიდენ ლუკმას არ ჭამ,ჩაიცვი ექიმთან მივდივართ."-გაზქურას რთავს.

"გთხოვ მოიცადე!ახლა ძალიან დაღლილი ვარ,სადმე წასვლისთვის."-ვამთქნარებ და თავს მაგიდზე ვდებ.

"ახლა გაიღვიძე."-მახსენებს.

"გთხოვ ნუ ყვირი!"-ყურებზე ხელს ვიდებ და ხმამღლა ვამბობ.

"ხმისთვის არ ამიწევია."-გაკვირვებული ამბობს.

"მაშინ კიდევ უფრო ჩუმად ილაპარაკე!"

"ნორა მანერვიულებ."-გვერძე მიჯდება.-"ცოტა მაინც უნდა ჭამო,ვიცი არ შეგიძლია მაგრამ..გთხოვ."

"კარაქს შევჭამ."-საწყლად ვამბობ.

"კარაქს?"-გაკვირვებული მეკითხება.

"უბრალოდ კარაქი მომიტანე."

დგება და მაცივრიდან კარქს იღებს ყუთს ხსნის და მეუბნება.

"ამდენი კარაქი ვინ ჭამა?"

"გუშინ ღამე მომშივდა,"-კოვზს ვიღებ.-"სხვა ვერაფერი ვჭამე."-მხრებს ვიჩეჩ.

"და ამდენი ჭამე?შეიძლება შეკრულობა დაგემართოს!"

"წეხან მეუბნებოდი რატომ არ ჭამო!"

"კარგი ჭამე."-ნებდება და კარაქს პირდი ვიდებ.

სიამოვნებისგან თვალებს ვნაბავ და ვამბობ.

"ღმერთო..ვგიჟდები.."-კიდევ ვჭამ.

"ასე ძალიან მოგწონს?"-მეკითხება.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now