45.

611 44 42
                                    

"think of all the joy you'll find when you leave the world behind and bid your cares goody...
YOU CAN FLY."

-Peter Pan

•••••••••••••••••••••••••••


"ზეინ მე.."-ხმა მიკანკალებს და არ ვიცი რა გავაკეთო.

"რა ზეინ?ნორა შენ მუცელი მოგეშალა გესმის?"-ყვირის და ხელებს ჰაერში სივრის.-"ამის დედაც!ჩვენ შვილი მოგვიკვდა და ამის შესახებ არ ვიცოდი! ეს კი შენი ბრალია რადგან არ მითხარი!თანაც ეს ორჯერ მოხდა გესმის?"-მაგიდა გადაატრიალა.

შიშისგან უკან დავიხიე და კედელს ავეტუზე,თვალებიდან ცრემლები დენას არ წყვეტდნენ.

"ზეინ..გთხოვ..მე ვაპირებდი."-არ მამთავრებინებს ისე მაწყვეტინებს.

"როდის?10 წლის შემდეგ?"-იცინის და მიახლოვდება.

"გგონია ეს ჩემთვის მარტივი იყო?"-ვყვირი რადგა უკვე ყველაფერი ყელში ამომივიდა!ამდენი ჩუმი ტირილი.-"გგონია ეს უბრალოდ მოხდა და მე მარტივად გადავიტანე?ზეინ!მე შვილი მომიკვდა გესმის?"-ვღრიალებ და ახლა უკვე მისმენს.-"ის ჩემს შიგნით!ჩემს ორგანიზმში მოკვდა!თუ ეს შენთვის რთულია წარმოიდგინე ჩემთვის რაოდენ რთული იქნებოდა.იცი როგორი რთული იყო ამის დამალვა?იცი მაინც ეს რა გრძნობაა?მე გატეხილი ვიყავი!მე სიკვდილი მინდოდა და გვერძე არავინ მყავდა,ვინც დამამშვიდებდა!გეფიცები თქმას ვაპირებდი უბრალოდ სწორი დროის შერჩევა მინდოდა."-კედელთან ვიკეცები და თავს ხელებდი ვრგავ.

"უნდა გეთქვა!"-ყვირის და კედელს მუშტს ურტყამს მიახლოვდება და ვგრძნობ სასმლის სუნად ყარს,გულის რევის შეგრძნება მიჩნდება.-"ეს საავადმყოფოს ფურცლებიდან კი არა შენგან უნდა გამეგო! ეს ლიამს კი არა მე უნდა მცოდნოდა!ჰარი კი არა მე უნდა ვყოფილიყავი მაშინ შენს გვერდით!"

"მოკეტე!"-ვყვირი.

"რა?"-გაოცებული მეუბნება და ოდნავ ფსიქოპატურად იცინის.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now