39.

630 43 53
                                    


N O O R A

2 საათის გასვლის შემდეგ,ყველა სიმღერა ნამღერი გვქონდა რაც კი დედამიწაზე არსებობდა.

ოდნავ მოვიწყინე კიდეც რადგან ლუი უბრალოდ პროჭი ვინმეა.

"ავა გადმოვიყვანოთ რა!"-დავიწუწუნე ისევ და ზეინს შევხედე.

"კარგი მაცადე დავურეკავ."-ის ჯიბიდან ტელეფონს იღებს და რეკავს,რამდენიმე წამის შემდეგ ამბობს.-"ლიამ შეგიძლია ავა ჩვენთან გადმოაჯინო?ჩემი ბავშვი შენს ბავშვთან უნდა გავართო."-ამბობს და მიყურებს მე კი მხარში ვუტყამ.-"კარგი გავაჩერებ."

"მოგკლავ ზეინ!"-ვუყვირი ის კი იცინის.

"რა გინდა ხომ მოვა!"

მანქანა ბარდიულზე გაჩერდა და ჩვენს უკანა მანქანიდანაც გადმოვიდა ავა.

"კარები გააღეთ მოდის!"-ამბობს ლუი და ბეტი მისი მხრიდან აღებს კარებს,თუმცა ავა ჩერდება.

"მე ნორასთან მინდა."-წარბები შეკრა.

"წინიდან მოდი ჩემთან,"-ვუღიმი და ვეუბნები.-"დედაშენმა რომ დაინახოს წინ გაჯენ მეც მომკლავს და შენც."-სიცილით ვეუბნები და ისიც თავის პატარა კბილებს აჩენს.

ყველანი მზად ვართ,ლიამი და სელენა წინ წავიდნენ ისევ,ჩვენ უკან მივყვებით.

"შოკოლადები გინდა?"-ბეტი ეკითხება და ჩანთიდან კიტკეტს იღებს.

ავას თვალები უნათდება,სიხარულით ართმევს.

"გინდა საჭესთან დაგსვა?"-ეკითხება ზეინი.

"კი კი ბიძია ზეინ!"-ისეთი გახარებულია.

ჩემი კალთიდან ხტება და ზეინთან გადადის,ცალ ხელში კიტკეტი უჭირავს და ჭამს,ცალ ხელში კი საჭე უჭირავს.

"არ ფიქრობთ,რომ ავას ბევრის უფლებას აძლევთ?"-ლუი დაბღვერილი იხედება.

"რას ბოდიალობ?"-ვეკითხები მე.

"იმას,რომ ბევრ ტკბილეულს ჭამს,პატარავ კბილები გაგიფუჭდება."-ავას მიმართავს.-"არც წინ შეიძლება მისი დაჯენა საჭესთან ხომ აღარაფერს ვამბობ!ჰარის ტუჩებში კოცნის."-აღშფოთებულია.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now