6.

829 51 45
                                    


NOORA

ოთახში როგორც კი შევდივარ თან უცნობი გოგო შემომყვა რომელიც არც შემიმჩნევია.მე იქ მხოლოდ 2 მახსოვდა.

მაგარია,ახლა თავი უნდა მომაბეზროს.

"გამარჯობა."-მესალმება და საწოლზე მიჯდება.

"გაგიმარჯოს."-უემოციოდ ვეუბნები.

"ზეინი მოგწონს?"-მეკითხება

"რა?"

"მაინტერესებს ზეინი თუ მოგწონს."-ისევ იგივეს იმეორებს,ახლა გამახსენდა რომ იმ გოლიათს ზეინი ქვია.

"მე ის მძულს."-ოხვრით ვამბობ და კიდევ ერთხელ ვნატრობ სიკვდილს მისი სახის წარმოდგენისას.

"და გინდა მასაც შეძულდე?"-მთავაზობს და ეშმაკურად მიღიმის.
აშკარაა,რომ ბოზია ერთი შეხედვითაც ეტყობა მაგრამ იქნებ დამეხმაროს?ახლა მართლა სასოწარკვეთილი ვარ.

"როგორ?"-საწოლზე ვჯდები.ინტერესით შევცქერი.

"ჯერ მე ტატიანა ვარ."-მაწვალებს.

"არ მაინტერესებს.მითხარი როგორ?"-ვუღრენ.

"მშვიდად მინდა შეგახსენო მე შენი უკანასკნელი იმედი ვარ აქედან თავის დაღწევის."-ალმაცურად იღიმის.

"როგორ?"-ვცდილობ ნაკლები გაღიზიანებით ვუპასუხო.

"მე შემიძლია გითხრა ის რაც მას სძულს.
შენ შეგიძლია ეგ გააკეთო და ვნახოთ იქნებ თავადაც გაგიშვას?"-მხრებს იჩეჩს.

"კარგი რა სძულს?"-ვეკითხები.

"პირველ რიგში მისი თმა,ის მას აღმერთებს და არავის აძლევს მასზე შეხების უფლებას.მეორე: სძულს იგნორი და სიჯიუტე,მესამე გიჟდება მანქანებზე."-თითებზე ითვლის.

"და მე ეს რაში დამეხმარება?"-ვეკითხები გაკვირვებული.

მე მისი 'ვიკიპედია' არ მჭირდება.არც ის რა ფერი უყვარს და რა საჭმელზე აქვს ალერგია.

"ცოტა იმპროვიზაცია გამოიყენე ახლა."-თვალებს ატრიალებს.

მთელი ცხოვრებაა იმპროვიზირებ!

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now