17.

796 49 52
                                    


მანქანაში ზეინის გვერდით დავბრუნდი.

"ვის ელაპარაკე?"-მეკითხება სწრაფად,ღმერთო როგორი ცნობის მოყვარეა.რაც ხშირად მაღიზიანებს.

"მეგობარს."-კონკრეტულ პასუხს ვეუბნები

"გასაგებია."-თვალებს ატრიალებს და თავს უკან აგდებს.-"მოდი ზოგად თემებზე ვისაუბროთ."-იწყებს ის საუბარს და სანთებელას ათამაშებს ხელში.

"გისმენ."-უსაქმურობისგან მერჩივნა ისევ მისი კითხვებისთვის მეპასუხა.

"პირველად სექსი რომ გქონდა რამდენი წლის იყავი?"-მეკითხება და თვალები ზემოთ ამდის.ყველაფერს ველოდი მაგრამ ამ კითხვას არა.

უსიამოვნო მოგონებებს მახსენებს ეს ყველაფერი მაგრამ ამას უკვე შევეგუე.

"15"-ვუპასუხე და ფანჯარაში გავიხედე.

"რა?ასეთი პატარა?ვისთან?სკოლელი ბიჭი იყო?"-მაყრის კითხვებს და თან კისერზე ძარღვები ეჭიმება.

"ამაზე საუბარი არ მინდა."-ვეუბნები

"მინდა მომიყვე ეს როგორ მოხდა!მე ეს მაინტერესებს და ვალდებული ვარ ვიცოდე."-კოპებს კრავს.

"ეს..ზამთარში მოხდა."-ვიწყებ მოყოლას რაც არ მსიამოვნებს.-"ის ჩემზე 8 წლით უფროსი იყო,"-გაკვირვებისგან თვალები ზემოთ აუვიდა.-"მე 15 წლის პატარა გოგო ვიყავი,რომელიც გამოიყენეს და მორჩა."

ეს ამბავი უკვე ისე მაქვს გათვიცნობიერებული,რომ უპრობლემოდ ვყვები მაგრამ მაინც არ მსიამოვნებს ამის გახსენება.
მისი შეხება,სიტყვები ეს საშინელება იყო.

"ღმერთო ჩემო ახლა საშინლად გაბრაზებული ვარ!"-საჭეს ხელს ურტყამს.-"რა ჯანდაბა გინდოდა შენზე 8 წლით უფროს კაცთან?თანაც 15 წლის ასაკში.მე საშინლად გაცოფებული ვარ შენით!"

"ეს ჩემი ნებით არ გამიკეთებია."-ჩუმად ვთქვი და მის რეაქციას დაველოდე.

"რა?აბა?.."-ცოტა ხანს ჩერდება.-"ამის დედა მოვტყან!ნორა შენ გაგაუპატიურეს."-ის ღრიალებს.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now