19.

772 46 67
                                    


უეცრად ავნერვიულდი,ამიტომ ბიჭებს ნაჩქარევად დავემშვიდობე.
მათ დავპირდი,რომ დავურეკავდი და ყველაფერს კიდევ უფრო უკეთ ავუხსნიდი,
მაგრამ სწორედ ამ დროს შემოვიდა ზეინი კაფეში.

თვალებით მე მეძებდა,როდესაც ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა ყბა დაეჭიმა.

ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ღმერთს მადლობა მოვუხადე იმის გამო,რომ ბიჭები უკვე წასული იყვნენ.

ის ჩემსკენ მოდის და მაჯაში ხელს ძლიერად მკიდებს,შემდეგ გარეთ გავყავარ.

"ზეინ მტკივა!"-ვკვნესი,ის კი არ ჩერდება და შავ დიდ ლექსუსში მაგდებს,მეორე მხრიდან თავად ჯდება და მანქანას ქოქავს.
მისი ეს სიჩუმე უარესად მაშინებს.

"ხომ გითხარი,რომ არ წასულიყავი?"-საჭეს ხელს ძლიერად ურტყამს და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის.-"ხომ გითხარი,რომ ვერსად წახვიდოდი?რატომ წახვედი?"-ყვირის.
მე შეშინებული ვხტები და თვალებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერ.

არ მიყვარს როცა მიყვირის.

"ნუ ყვირი."-ვამბობ ჩუმად მაგრამ ის ყურადღებასაც არ მაქცევს.

"საერთოდ რა ჯანდაბაზე ფიქრობდი? შენ გამომეპარე!არ მინდა იმ ნარკომან ხალხთან გქონდეს ურთიერთობა!ეს მერამდენედ უნდა გაგიმეორო?მითხარი როგორ აგიხსნა და რა ენაზე გელაპარაკო!"-ის სულ წითელია და მანქანაში ღრიალებს.

"ისინი ჩემი მეგობრები არიან."-ვეუბნები

"გაჩუმდი!საერთოდ ხმის ამოღების უფლება არ გაქვს!"-სახეზე ხელს ისმევს.

"შენ მე ვერ მეტყვი და მით უმეტეს მიბრძანებ ვის როდის შევხვდე!ამის უფლება არ გაქვს!"-ვოცდები

"იცი რას გეტყვი?მე აქ ჩემი კანონები და წესები მაქვს რომელსაც უნდა დაემორჩილო!არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა ეს შენ!"-ისევ ყვირის.

"ამის დედაც!ამის უფლება არავის აქვს გესმის?"-ვყვირი და მკერზე ხელებს ვურტყამ.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now