Run, Baby Run..

899 20 5
                                    

ასეთი მიზანდასახული არასდროს ვყოფილვარ ჩემი 17 წლიანი სიცოცხლის განმავლობაში.

-ფრთხილად ღობეზე! - ჩურჩულით გადმომძახა თაიამ.

-ჩჩჩ! -უკანმოუხედავად მივაძახე და მეორე ფეხიც გადავდგი.

სადღაც ძაღლი აყეფდა, აქა იქ სახლებიდან გამოსული ჩამი ჩუმი ისმოდა. გაზაფხულის თბილი ღამე იდგა. მე კი სახლიდან ვიპარებოდი ჩემი საუკეთესო მეგობრის თაიას დახმარებით.

-გული ლამისაა ამომივარდეს- თვალებგაფართოებული მიყურებდა თაია.

- თუ გეშინია შეგიძლია წახვიდე შენ მაინც არაფერი გემუქრება. წადი სახლში.

-ნუ სულელობ და წინ იყურე! -შემომიბღვირა, ფანრის შუქი აათამაშა და წინ გამიძღვა.

ღობე-ღობე გავიარეთ ქუჩა და ერთადერთი მბჟუტავი ლამპიონით განათებულ გაჩერების ბოძთან გავჩერდით. თაიამ მანიშნა მოიცადეო, შემდეგ ნაგვის ურნასთან მივიდა და იქვე დაგდებული შავი პარკები შეამოწმა.

ანერვიულებულზე სიცივემ ამიტანა, იქნებ რასაც ეძებდა იქ არ დახვედროდა. ნერვიულად დავიწყე ბორგვა.

-აი ესეც შენი ტანსაცმელი. - გახარებული სახე შემომანათა- აი სად გამომადგა ამდენი დეტექტიური ფილმის ყურება.

-როგორ არ გადაყარეს ნაგავი, გაგვიმართლა აქ რომ დაგვხვდა.

-ისეთ დროს დავტოვე აქ შენი ტანსაცმელი რომ ნაგავი ახალი დაცლილი ქონდათ. იმაში გაგვიმართლა ძაღლებმა რომ არ დახიეს.

ნაძალადევად გავუღიმე.

ტაქსი შეამოწმე მეთქი ვუთხარი, მანაც აპლიკაცია გახსნა და 2 წუთში მოვაო მაცნობა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ტაქსი დაბარებულივით წუთი-წუთზე მოვიდა.

-ესეც ასე, ჩემი წასვლის დროა.-ამოვიოხრე

-ძალიან მომენატრები.

-მეც, მგონი მარტო შენზე მწყდება გული. აქ აღარავინ და არაფერი მაკავებს.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now