Dont Lie To Me...

298 23 10
                                    




გაბრიელი

როგორც იქნა დამღლელი მგზავრობის შემდეგ თვითმფრიდავიდან ჩამოვედი და ბიჭებს მივესალმე რომლებიც გასასვლელთან  მელოდნენ. მანქანაში ჩავჯექი და ვუბრძანე პირდაპირ სასტუმროში წავეყვანე.

  გზაში ელენაზე ფიქრებს ვერ ვიგდებდი თავიდან. ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ რამდენიმე კვირა გასულიყო, იქიდან რაც ჩემს ქვეშ სრულიად შეშველი იწვა და დაჟინებით მკოცნიდა თუმცა ბოლომდე მაინც არ დამნებდა და ჩემივე იარაღით მომიცილა თავიდან.

იარაღი გადატენილი არ იყო, მე კი ადვილად შემეძლო მისი განიარაღება თუმცა ზედმეტი ზეწოლისგან თავი შევიკავე. მინდოდა თავისი სურვილით დაწოლილიყო ჩემთან და არა ძალით ან მუქარით. ჩემ თავს ვეღარ ვცნობდი. როდის მერე ვითვალისწინებდი ქალის სურვილებს?

-ბატონო ეს თქვენი ბიძაშვილის მანქანაა- ფიქრებიდან მძღოლის სიტყვებმა გამომაფხიზლა.

ჯანჯრიდან გავიხედე და ადრიანის მანქანა დავინახე. როცა საჭესთან ელენა შევამჩნიე ვიგრძენი ძარღვებში სისხლი როგორ გამეყინა.

-დაეწიეთ! -ვუბრძანე.

  ჩემი  ბიჭები კარგად იყვნენ მანქანის მართვაში გამოწვრთნილები მაგრამ  ელენაც არანაკლებ კარგად მართავდა და როგორღაც ჩვენს უკან ჩამოტოვებას მაინც ახერხებდა. ეს გოგო ყოველ ჯერზე მაოცებდა. ვინ იყო ასეთი გამბედავი და თავზე ხელაღებული რომ ჩემს გამოცდას არ წყვეტდა?!

რამდენიმე წუთიანი დევნის შემდეგ როგორც იქნა მანქანა გადააყენა და მეც მაშინვე გადავედი. მგზავრის მხრიდან ეგრევე ადრიანი გადმოხტა და ჩემსკენ გამოიქცა.

-გაბრიელ ძმაო უკვე ჩამოხვედი? -დამეტაკა და წინ გადამეფარა.

-აქ რა ჯანდაბა ხდება? -ტონს ავუწიე, ვცდილობდი გზიდან ჩამომეშორებინა მაგრამ ელენამდე გზას მიღობავდა.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now