Sleepover.

238 26 5
                                    







მიუხედავად იმისა რომ ჩემი დაბადების დღე დიდად არ მიყვარდა დღეს გაბრიელმა მოახერხა რომ მართლა ბედნიერი ვყოფილიყავი.

კი მაგრამ სიურპრიზ წვეულება გაბრიელისგან? ეს რომ რამდენიმე თვის წინ ეთქვა ვინმეს ჩემთვის ალბათ არ დავიჯერებდი და გულიანად ვიცინებდი კიდეც. მაგრამ ახლა აქ ვარ, ჩემს წვეულებაზე და ჩემი ორივე თვალით ვხედავ როგორ დგას კუთხეში გაბრიელი, საერთოდ არაფერს იმჩნევს და ჩემს ყოველ რეაქციაზე ეღიმება.

ნეტავ რატომ გადაწყვიტა რომ ყველაფერი ადრიანისთვის გადაებრალებინა?! მაგრამ ეს ხომ ტიპიური გაბრიელია თავისი უცნაური სიამაყის გრძნობით?!

კიდევ დაახლოებით ერთი საათი დავყავით აქ. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი მშვენიერი იყო, უცხო ხალხთან გართობას დროის სახლში მყუდროდ თაიათან ერთად გატარება მერჩივნა. და როგორც დღის მთავარი გმირი, როგორც გაბრიელმა მიწოდა,
დღეს ყველაფრის უფლება მქონდა.

...

-ღმერთო ჩემო ულამაზესი სახლია. - თქვა თაიამ სახლის დათვალიერების შემდეგ. ფეხზე გაიხადა და ჩემს საწოლზე ამოძვრა.

უკვე მოგვემარაგებინა სასუსნავები, ჩიფსები, ნაყინი, ტორის ორი ნაჭერი, ყავა და ულევი სასაუბრო თემა.

-რა დროს სახლზე ლაპარაკია. მომიყევი შენ როგორ ხარ ? რას აკეთებდი ჩემს არყოფნაში და აქ როგორ მოხვდი. - ცნობისმოყვარეობას ვერ ვშველოდი. ყველაფერი მაინტერესებდა და მომაბეზრებელი ბავშვივით ვესროდი კითხვებს თაიას.

-ისეთი არაფერია მოსაყოლი. როგორც გითხარი მუშაობა დავიწყე კაფეში. სადაც ერთ მშვენიერ დღეს ადრიანი დამადგა თავს და შენთან წამოსვლა შემომთავაზა. -ვითომც არაფერიო ხელი აიქნია თაიამ და ნაყინის კოვზი ტუჩებს შორის მოიქცია.

-როგორ გარისკე და უცხო ადამიანს დაუჯერე.. -მხრები ავიჩეჩე და ტორტის დიდი ლუკმა გადავსანსლე.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now