Revange.

231 20 10
                                    



   გაბრიელი


-რა ჯანდაბას ლაპარაკობ ელენა? -ვყვირი რადგან პირველ ჯერზე როცა ეს ვიკითხე ხმა არავინ ამოიღო.

-ყველაფერი მოისმინე? - სკამიდან ისე სწრაფად დგება ადრიანი რომ სკამი ყირავდება და ხმაურით ეცემა ძირს.

  მე მას არც კი ვუყურებ რადგან ჩემი ინტერესის ობიექტი ისევ და ისევ ელენაა რომელმაც თავის დროზე რატომღაც ამ ამბის დამალვა გადაწყვიტა. მაგრამ ადრიანი თავისკენ მქაჩავს და როცა სახეს ვუსწორებ სიტყვების ნაცვლად ჩემი მზერა უხმოდ უდასტურებს ეჭვებს.

-ო ღრმერთო. -ოხრავს ელენა და სახეს ხელებში რგავს.  ასე მშვიდად რატომ ზის ამ დაწყევლილ სკამზე ისევ ისე თითქოს არაფერი მომხდარა და ისე თითქოს მე აქ არ ვიდგე?! 

ვუახლოვდები, მკლავში ხელს ვკიდებ და ძალით ვაყენებ სკამიდან. 

-გამაგებინე რა ხდება?! -ვუყვირი და კედელთან მიმყავს. მისი თმა რომელიც სახელდახელოდ აქვს აწეული და კეფასთან ფანქრით დამაგრებული, მოძრაობისას იშლება. ფანქარი ვარდება, თმა კი მხრებზე დაუდევრად იყრება. მისი ახლად დაბანილი ნახევრად სველი თმის სურნელი მძაფრად მცემს ცხვირში. მისი წითელი  მაისურის ბრეტელებიც გვერდებზე ჩამოდის და მხრები უშიშვლდება. მოღებული მკერდიდან გულისცემა შესამჩნევად ჩქარია.  ახლა ის შეშინებული სახით და გაფართოებული თვალებით მიყურებს.

 ეს ეჭვიანობაა?

მე რა მასზე ისე ძლირად ვეჭვიანობ რომ თავს ვკარგავ?!

-გეფიცები არაფერი მომხდარა. - უარის ნიშნად თავს აქეთ იქით აქნევს და საწყლად მიყურებს. მაგრამ მე იმის შემდეგ როცა მან თქვა "ენცო ძალიან ცდილობდა ჩემთან დაწოლილიყოო" უკვე აღარაფერი მახსოვს.

ისევ და ისევ ვეკითხები რა ჯანდაბა მოხდა და რატომ არაფერი ვიცოდი მეთქი და ვგრძნობ რომ თავს ვკარგავ...

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now