The Ice Melts..

278 18 13
                                    



ელენა

ბოლო დროს ცხოვრება ახალ ახალ სიურპრიზებს მიმზადებდა თუმცა იმის მიხედვით თუ სად ვიყავი ახლა, ბედზე საწუწუნო ნამდვილად არ მქონდა.


   გაბრიელს ჩემდა გასაოცრად ევროპის თითქმის ყველა ქალაქში სახლი ან ვილა აღმოაჩნდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.




გაბრიელს ჩემდა გასაოცრად ევროპის თითქმის ყველა ქალაქში სახლი ან ვილა აღმოაჩნდა. ამიტომ ჩამოსვლისთანავე მის ერთ ერთ ულამაზეს სახლში მოვედით, ოთახები გავინაწილეთ და მაშინვე დავიძინეთ.

რამდენიმე დღე აკლიმატიზაციას, დალაგებას და მის საქმეებს დაეთმო. ის სულ მუშაობდა ან შეხვედრაზე დადიოდა, მე კი აუზზე წამოწოლილი წიგნებს ვკითხულობდი და ადრიანის მიერ მომზადებულ კოქტეილებს ვსვავდი.
ამ ცხოვრებას ვინ გაცვლიდა თბილისის ამოხუთულ ბინაზე?

მე არა!

თუმცა რამდენიმე დღეში როდესაც საყიდლებზე წავედით, მივხვდი რომ ეს სამოთხე ნამდვილად არ იყო ისეთი როგორადაც ჩანდა.

         ჩვენი მანქანა მილანის ერთ ერთ მთავარ ქუჩაზე გაჩერდა. წინ ორი დაცვის წევრი უკან კი მე და გაბრიელი ვისხედით. გადმოსვლისთანავე ერთი დაცვის წევრი მე მომამაგრა მეორე კი თვითონ გაიყოლა და ახლო მდებარე კაფისკენ დააპირა წასვლა სადაც ადრიანი ელოდა.

-ელენა იცოდე აქ  შენებური ტრიუკები არ მოაწყო - ჩემს გზაზე მიმავალს უცებ გაბრიელმა მაჯაში ხელი წამავლო და თავისკენ ძლიერად დამქაჩა. მაგარ, დაკუნთულ მკერდს უხერხულად დავეჯახე, მისი მკაცრი ყავისფერი თვალები უკვე მერანდენედ მატყვევებდნენ ვინ მოთვლის..

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now