The Truth!

310 27 8
                                    


                                                                                   გაბრიელი


  ძალიან გთხოვ ელენა არ იტირო! არ იტირო თორემ ჩემი გული ამას ვეღარ გაუძლებს.. ვიმეორებ ფიქრებში. 

   კარის ზღურბლზე ვდგავარ ორმაგი ესპრესოს ჭიქით ხელში და ვუყურებ ელენას რომელიც თავის დაქალს და ადრიანს მანქანასთან ემშვიდობება. თან მომენტებში საწყალი ლეკვის თვალებით მიყურებს,  არვიცი ამ საყვარელი მზერით  რას მევედრება რომ ისიც დავტოვო თუ ესეც გავუშვა?! 

 ამ ორი დებულებიდან მე არც ერთის დაშვება არ მსურს.

 ვეღარ გამიგია სწორედ მოვიქეცი  თუ არა თაიას აქ ჩამოყვანით?! მე ხომ უბრალოდ ელენას გამხიარულება მინდოდა. არ ვიცოდი ბოლო დროს რა სჭირდა მაგრამ ვატყობდი რომ ძალიან მოიწყინა. ცოტას ჭამდა,  მხოლოდ ეძინა და კონტაქტისგან თავს მაქსიმალურად იკავებდა.

ალბათ თავისი მეგობრის წასვლის შემდეგ უფრო მოიწყენს..

-რომ ჩახვალ დამირეკე ჩემი ნომერი უკვე გაქვს. -მესმის ელენას ხმა.

-ადრიან თაიას თვალის ჩინივით გაუფრთხილდი და შინ მშვიდობით დააბრუნე. - ღმერთო ჩემო უკვე ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას.

 როგორც იქნა მანქანა  უჩინარდება და ელენაც სახლისკენ იწყებს სვლას. ახლა მისი ყურადღება მხოლოდ მე მეკუთვნის. 

-აბა როგორ განწყობაზე ხარ? -  ვეკითხები.

-ამმ.. როგორ გითხრა არეული განწყობა მაქვს. ერთის მხრივ ბედნიერი ვარ გუშინდელი დღის  და ყველაფრის გამო, მეორეს მხრივ კი ხომ ხვდები.. -ეზოსკენ იყურება და მეც უსიტყვოდ ვხვდები რა ასევდიანებს.

-არ მოიწყინო. ახლა ნებისმიერ დროს შეგიძლია დაურეკო შენ მეგობარს.

-ჰო ეს მაიმედებს. -მიღიმის და სამზარეულოსკენ მიდის. 

ცოტახანს სიჩუმე ისადგურებს მაგრამ ისევ მე ვიწყებ საუბარს.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now